გამოცხადდა სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები
განცხადება
სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების გამოცხადების შესახებ
1. 2022 წლის 17 ნოემბერს გამოცხადდა სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები.
2. ბხსუ-ს რექტორობის კანდიდატი შეიძლება იყოს პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელსაც აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
3. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბხსუ-ს საარჩევნო კომისიაში (მისამართი: ქ.ბათუმი, ზ.გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქ. №19/32, ოთახი №103), 2022 წლის 19 დეკემბრიდან 2022 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით, გარდა შაბათ-კვირისა, 10.00 სთ-დან - 16.00 საათამდე.
4. კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება) - გაცემული განცხადების წარმოდგენამდე 15 დღის ვადაში;
ე) ავტობიოგრაფია (CV);
ვ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ზ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) სამოქმედო გეგმა.
5. რექტორის არჩევნები გაიმართება 2023 წლის 12 იანვარს. რექტორის არჩევნებამდე აკადემიური საბჭო მოისმენს რექტორობის კანდიდატის/ კანდიდატების სამოქმედო გეგმას.
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 |