ე. მესხიას მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში

სურათი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა  ერმილე მესხიამ გაიმარჯვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ „სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის“ საგრანტო კონკურსში და მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის ხარჯების სრული დაფინანსება.

ე. მესხია ქ. რიგის (ლატვია) ინფორმაციული სისტემების მენეჯმენტის უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენციაზე წარსდგა მოხსენებით „აჭარის ტურისტული მარშრუტების როლი კულტურულ ტურიზმში“.

 

The Role Of Adjara Toirist Routes In The Cultural Tourism

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930