ლია ბუაძის წიგნის პრეზენტაცია

სურათი

ქართული ქანდაკების ისტორია, როგორც მხატვრული აზროვნების უწყვეტი ჯაჭვი.

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა კულტურული პოლიტიკის საერთაშორისო ექსპერტთან, ხელოვნებათმცოდნე ლია ბუაძესთან.

მოეწყო ქართული ქანდაკების კვლევის - „სახელი ნიშანი - აღალმა“ პრეზენტაცია, რომელიც მომხსენებლის მოსაზრებით  ქართული მხატვრული აზროვნების უწყვეტი ჯაჭვის სახიერი გამოხატულებაა.  მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა მოქანდაკე სერაფიმე პოლოლიკაშვილზე, ისაუბრა ახალგაზრდა მოქანდაკის მიერ დატოვებულ მემკვიდრეობაზე, რომელიც დღეს ბათუმის არქიტექტურის სავიზიტო ბარათია.

კვლევა ევროპის უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის სამეცნიერო კვლევით ჟურნალში „არქეოლოგია“ არის გამოქვეყნებული.

ქალნატონმა ლიამ საზოგადოებას წარუდგინა ცალკე წიგნად გამოცემული ნაშრომი „საქართველოს სამხატვრო მწერლობის ისტორიიდან“, რომელიც ეძღვნება 1919 წლის 4 მაისს „დიდების ტაძარში“ (დღეს „ცისფერი გალერეა“) გამართულ ქართველ მხატვართა გამოფენის ამსახველ წერილებსა და მათ ავტორებს -  დავით კაკაბაძეს, შალვა ქიქოძეს, ლადო გუდიაშვილს, დიმიტრი შევარდნაძეს, მოსე თოიძეს, და სხვებს.

წიგნის პრეზენტაცია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა.

შეხვედრის დასასრულს ავტორმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას თავისი ნაშრომები გადასცა.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930