Art რინგი

სურათი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ვიქტორინა - „Art რინგი“ გაიმართა.  შემეცნებით  - მუსიკალურ კონკურსში  სამი ჯგუფი მონაწილეობდა:

,,C-dur,” ,,ანგელოზები და ანრი,” ,,სეპტიმა.”

ვიქტორინა სხვადასხვა აქტივობისაგან შედგებოდა: კითხვა - პასუხი, კარაოკე და პანტომიმა.

გამარჯვებული გუნდი ,,C-dur” მოწვეულმა ჟიურიმ  გამოავლინა. ჟიურის შემადგენლობა გახლდათ: იოსებ შალოლაშვილი - ისტორიკოსი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ,,რა?! სად?! როდის?!” აქტიური წევრი,

თამარ ნიკურაძე - მწერალი, მთარგმნელი, ირაკლი კიკვაძე - რეჟისორი, ასისტენტ-პროფესორი, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცათ, სიგელები და პრიზები.

პროექტის ორგანიზატორი: პროფესორი - ხათუნა მანაგაძე,

თვითმმართველობის თავმჯდომარე - მათე კონჯარია,

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში - ინტელექტუალური კონკურსი „ Art რინგი“  პირველად გაიმართა და პერმანენტულ სახეს მიიღებს.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930