თეა ჭანტურიშვილის საჯარო ლექცია პაოლო სორენტინოს შემოქმედება

სურათი

,,შეეცადეთ თქვენი თანამოაზრეები გყავდეთ ახლოს, ისინი, ვისთანაც უხილავი ძაფი გაკავშირებთ.”

თეა ჭანტურიშვილი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა - თეა ჭანტურიშვილმა, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, საჯარო ლექცია გამართა, რომელიც იტალიელი რეჟისორის - პაოლო სორენტინოს ცხოვრებასა და შემოქმედებას ეხებოდა.  თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორის ფილმები სხვადასხვა ფესტივალის  პრიზიორებია.

მომხსენებელმა  განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ფილმზე ,,დიდებული სილამაზე”  და სერიალ  ,,ახალგაზრდა პაპზე“, რომლებშიც მკვეთრადაა გამოხატული რეჟისორის  ესთეტიკა  და  საავტორო ხელწერის თავისებურებები. 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930