სტუდენტის პროექტმა ჯუნიორ ეჩივმენთ საქართველოსგან დაფინანსება მოიპოვა

სურათი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დიზაინის სპეციალობის I კურსის სტუდენტმა - მერი ზეიშვილმა, მონაწილეობა მიიღო ორგანიზაცია - „ჯუნიორ ეჩივმენთ საქართველოს“ პროექტში - „საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“ და დაფინანსება მოიპოვა.

სტუდენტის პროექტი  პატარა მოლბერტების დამამზადებელი ადგილობრივი ხის საწარმოს შექმნას გულისხმობს.  მოპოვებული გრანტი მოლბერტების დასამზადებლად საჭირო ყველა დანადგარის შეძენას ითვალისწინებს.  

თავდაპირველად სტუდენტი უნივერსიტეტში არსებული სამეწარმეო განათლების ჯგუფში - „იყავი მეწარმე“ სწავლების პროცესში ჩაერთო. რომლის  სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ  მიიღო  მონაწილეობა საგრანტო  კონკურსში.  

აღნიშნული პროექტი ხორციელდება The Coca-Coca Foundation დაფინანსებითა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და Coca-Cola Bottlers Georgia ურთიერთთანამშრომლობით.

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ულოცავს მერი ზეიშვილს მოპოვებულ გრანტს და უსურვებს წარმატებას!

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031