სტუდენტური დღეები, I დღე

სურათი

12.06.2023

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ,,სტუდენტური დღეები"  გაიმართა. პირველ დღეს, სტუდენტებმა წარმოადგინეს ვოკალური და ინსტრუმენტული ნაწარმოებები, რიტმულ-ქორეოგრაფიული ეტიუდები, კომპოზიცია-სიტყვა და მოძრაობა.

სტუდენტური დღეების გახსნის დღეს, საფუძველი ჩაეყარა ახალ ტრადიციას - დამკვიდრდა წოდება - ,, საპატიო უნივერსიტეტელი,’’ რომელიც  მიენიჭა მხატვარ ბესო ბესელიასა და მხატვარ ნინო ნიჟარაძეს.

სტუდენტური დღეების პირველი დღე მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებით დასრულდა. კინოჩვენებაზე წარმოდგენილი გახლდათ სტუდენტთა ნამუშევრები - ფილმები: მირიან ორაგველიძის - „მამის პორტრეტი ინტერიერში,“ ნიკოლოზ ვერძაძის - „ნიშანი,“ გიორგი ხუხუნაიშვილის - „რონინის აღსარება,“ მირიან ორაგველიძის - „ჭაობი“ (თიზერი).

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930