დაარსდა საპატიო უნივერსიტეტელის წოდება.

სურათი

12.06.2023

2023 წლის სტუდენტური დღეების ფარგლებში, ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი.

დაარსდა წოდება - ,,საპატიო უნივერსიტეტელი,’’ რომელიც უმაღლესი სასწავლებლის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიენიჭათ მხატვრებს ნინო ნიჟარაძესა და ვახტანგ (ბესო) ბესელიას. უნივერსიტეტის სახელით, რექტორმა თემურ კეჟერაძემ, მადლობა გადაუხადა ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, ახალგაზრდა თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის და გადასცა მინიჭებული წოდების შესაბამისი სიგელები და უნივერსიტეტის მანტია. მხატრები ნინო ნიჟარაძე და ვახტანგ (ბესო) ბესელია ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის დაარსების დღიდან (1996 წლიდან - 2020 წლამდე) ეწეოდნენ პედაგოგიურ საქმიანობას სახვითი ხელოვნების დეპარტამენტში.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930