პლაჟის ფრენბურთი 2023

სურათი

29.06.2023

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა

ბათუმის ბულვარში ფრენბურთის თამაში გამართეს.თამაშში მოხალისეობრივად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვნენ. მეგობრული შეხვედრა ანგარიშით 2:1 გუნდი ,,უეფას’’ გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობა: ელიზა ჩიკვაიძე (გუნდის კაპიტანი, მუსიკის ფაკულტეტის ბაკალავრის საფეხურის სტუდენტი), მარეხ ტუღუში (განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი, უნივერსიტეტის პიარ-მენეჯერი), ბსუს სტუდენტები: გიორგი ბერიძე, თამუნა ნოღაიდელი, ცირა კახაძე. შეხვედრის მსაჯი: გიორგი მემანიშვილი. თითოეული გუნდიდან გამოვლინდა დღის საუკეთესო მოთამაშე, გუნდების კაპიტნები - ელიზა ჩიკვაიძე და გიორგი გორჯელაძე. უნივერსიტეტის რექტორმა - პროფესორმა თემურ კეჟერაძემ სტუდენტებს მიულოცა წარმატებული თამაში, სიმბოლურად სიგელები და ფრენბურთის ბურთები გადასცა და დააანონსა, რომ მსგავსი სპორტული შეჯიბრებები სამომავლოდ კვლავ გაიმართება.პროექტის ორგანიზატორი: თვითმმართველობის თავმჯდომარე - მათე კონჯარია.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031