ოპერატორ ალეკო აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო „ალეკო - ჩვენთან ერთად’’

სურათი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ოპერატორ ალეკო აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა სახელწოდებით - ,,ალეკო - ჩვენთან ერთად.’’ საღამოს ორგანიზატორი ალეკო აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილმა საღამომ მოიცვა აჭარის ხელოვნების მუზეუმში ჩატარებული  სხვადასხვა ღონისძიების ამსახველი ვიდეოები:

,,ფიროსმანი,” ,,იაპონური თოჯინების  გამოფენა,”,,არტ სტუდია - სახარება, საოჯახო თეატრის ტრადიციები,” ,,კომედიანტები,” ,,ღამე მუზეუმში."

ალეკო აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს ესწრებოდნენ ოჯახის წევრები, კოლეგები საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზია და რადიოდან, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტის რექტორი - პროფესორი თემურ კეჟერაძე და სხვა.

ფილმების ჩვენების შემდეგ მოწვეული სტუმრები სიტყვით გამოვიდნენ:

,,არიან ადამიანები, რომლებიც ქალაქის სახედ მიიჩნევა…” მხატვარი - ნინო ნიჟარაძე;

,,მე ალეკომ ასე მომიყვანა ამ უნივერსიტეტში და მისი საქმე კათედრაზე აუცილებლად ღირსეულად გაგრძელდება.” მამუკა (ჭოჭი) ჩხიკვაძე;

,,ადამიანი როცა უბედურია, მაშინ ხვდება ბედნიერების ფასს…” მერაბ აბაშიძე

(ალეკო აბაშიძის ძმა)

,,ალეკო არ იყო ერთი ოჯახის შვილი, თუ ერთი ოჯახის შვილი იყო, მაშინ ეს ოჯახი იყო ბათუმი..…არიან ბათუმელები, რომელთა სახელი და გვარია ბათუმი. ალეკოს სახელი და გვარი იყო ბათუმი …ჩვენ რომ ავიბარგებით, მერე შეიძლება ჩაითვალოს, რომ ალეკო წავიდა….” პოეტი - ვახტანგ ღლონტი.

საღამოს ორგანიზატორი:

საპატიო უნივერსიტეტელი - მხატვარი - ნინო ნიჟარაძე

ასოცირებული პროფესორი - მამუკა (ჭოჭი) ჩხიკვაძე.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031