ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და ნეაპოლის პეგასუს ტელემატიკა უნივერსიტეტს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

იტალიის ქალაქ ნეაპოლს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წარმომადგენლობითი დელეგაციით სტუმრობდა.

,,მოხარული ვარ რომ, დღეს ნეაპოლის პეგასუს ტელემატიკა უნივერსიტეტი და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი ხელს აწერს განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს. საუნივერსიტეტო განათლება სამ ძირითად საფუძველს ეყრდნობა: კვლევა, სწავლება, ციფრული ტექნოლოგიები. კულტურა და ხელოვნება, ციფრული ტექნოლოგიების კულტურა და ხელოვნური ინტელექტი, იდეალური ხიდებია პეგასუს ტელემატიკა უნივერსიტეტსა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს შორის და არა მხოლოდ ამ ორ უნივერსიტეტს შორის, არამედ ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვას შორის.”

ნეაპოლის პეგასუს ტელემატიკა უნივერსიტეტის რექტორი - პიერ პაოლო ლიმონე.

 

,,ეს დღე მნიშვნელოვანია და მეტიც - ისტორიულია, ვინაიდან საფუძველი ეყრება ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობასა და მეგობრობას. ვეთანხმები ბატონი პიერ პაოლოს მოსაზრებას, საუნივერსიტეტო განათლების სამი ძირითადი საფუძველის შესახებ. სამი საკრალური რიცხვია და იგი სამყაროს საფუძველია და კაცობრიობის მომავალი განვითარების საფუძვლადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ჩვენ, ადამიანებმა შევქმენით ხელოვნების უნიკალური საგანძური, ჩვენ, ადამიანები ვქმნით ციფრულ ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტს, რაც კაცობრიობისთვის როგორც განვითარების უდიდესი საშუალება, ისე გამოწვევაა.”

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი - თემურ კეჟერაძე.

მხარეები მემორანდუმით თანხმდებიან, რომ თანამშრომლობა შედგება კვლევით, სამეცნიერო, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროში, რაც მიზნად ისახავს ერთობლივი ინიციატივების კონსოლიდაციას. სამომავლო თანამშრომლობა მიმართულია საერთაშორისო ურთიერთობების ხელშეწყობასა და აკადემიურ სფეროში ცოდნისა და უნარების გაზიარებისკენ.

მემორანდუმის ხელმოწერა შედგა ნეაპოლის უძველეს პალაცო ძაპატას სარკეებიან

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031