აჭარის დელეგაციის ვიზიტი ნეაპოლის რეგიონალური საბჭოში
რაიამ რეგიონული საბჭოს შენობაში უმასპინძლა.
თემა: ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის ისტორიული კავშირების განახლება, გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში.
ვიცე-პრეზიდენტმა ლორედანა რაიამ აღნიშნა, რომ აჭარისა და ნეაპოლის ოლქის თანამშრომლობა და კავშირების დამყარება, ხელს შეუწყობს განათლებისა და ხელოვნების სფეროში გამოცდილების გაზიარებას, მაგალითად, ისეთი ტრადიციული, მაგრამ დავიწყებული დარგის სწავლებასა და გავრცელებას ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, როგორიცაა ოქრომჭედლობის აღდგენა - რაც არა მარტო კულტურული, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც მომგებიანია.
დელეგაციის შემადგენლობა:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - ირაკლი ჩავლეიშვილი
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - თეა ჭანტურიშვილი
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი - თამარ გუდავა
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგიურ - არქიტექტურული კომპლექსების, არქეოლოგიის და საგანმანათლებლო განყოფილების უფროსი - ლაშა ასლანიშვილი
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - გოჩა კახიძე
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი - თემურ კეჟერაძე