სტუდენტთა VII საერთაშორისო კონფერენცია

ბათუმის ხელოვნების სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტუდენტთა VII საერთაშორისო კონფერენცია

ბათუმის ხელოვნების სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლის 26 აპრილს გაიმართება სტუდენტთა VII საერთაშორისო კონფერენცია ,,ტრადიცია და თანამედროვეობა.“  კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებში კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, გამოვლინდეს მათი ხედვები თანამედროვე და ტრადიციული საკითხების მიმართ, ასევე გამოწვევები და სირთულეები რომლებსაც ისინი აწყდებიან. სტუდენტებს საშუალება მიეცემათ გამოხატონ საკუთარი აზრი მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე იმსჯელონ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე.

   კონფერენციის სამუშაო ენებია : ქართული, ინგლისური.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე დოქტორანტებს.

კონფერენციაში მონაწილეობისთვის აუცილებელია ხელმძღვანელის რეკომენდაცია( წერილობით).

კონფერენციის ფორმატი: დასწრებული, ონლაინ (zoom).

კონფერენციის რეგლამენტი  – მოხსენება - 15 წუთი. მსჯელობა - 5 წუთი.

 

კონფერენციის ჩატარების ადგილი – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი; საქართველო, ქ. ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქ. № 32.

 

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:

  • ხელოვნებათმცოდნეობა;
  • მუსიკისმცოდნეობა;
  • თეატრმცოდნეობა;
  • კინომცოდნეობა;
  • კულტურის მენეჯმენტი;
  • კულტურული ტურიზმი;
  • მედია;
  • განათლება.

 

ვადები :

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ანკეტა (თანდართული ფორმა), რეზიუმე და ხელმძღვანელის რეკომენდაცია უნდა გამოგზავნონ  2024 წლის თებერვლამდე  მისამართზე: tea.tsaguria@batu.edu.ge  .

 

 

მოთხოვნები მოხსენების რეზიუმესადმი

 

რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს:

A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;

გამოყენებული შრიფტი - silfaen;

ზომა - 12;

სტრიქონთაშორისი ინტერვალი - 1,5;

მოცულობა არაუმეტეს 250 სიტყვისა.

მინდორი: ზევით-ქვევით - 2სმ;  მარჯვნივ-მარცხნივ – 2,5სმ;

ქართველმა მომხსენებელმა რეზიუმე უნდა წარმოადგინოს ქართულ და ინგლისურ ენებზე.

უცხოენოვანმა მომხსენებლებმა - ინგლისურ ენაზე.

ტექსტის წარმოდგენის ფორმატი:

თემის სახელწოდება: sylfaen, ზომა- 14 ცენტრში

ავტორი: (სახელი გვარი), sylfaen ზომა- 12 მარჯვენა კუთხეში

სასწავლო დაწესებულება, სასწავლო საფეხური  sylfaen 12, დახრილი,  მარჯვენა კუთხეში

ძირითადი ტექსტი sylfaen, 12.

გამოყენებული ლიტერატურა :   ლიტერატურის მითითების წესი: ტექსტში (ბერიძე, 1963:23); ტექსტის ბოლოს ანბანური თანმიმდევრობით: 1. ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება, თბილისი, 1963.

 

კონფერენციის მონაწილეებს ადგილზე გადაეცემათ კონფერენციის პროგრამა და სერტიფიკატი.

ონლაინ მომხსენებლებს სერტიფიკატი გაეგზავნებათ  ელექტრონული ფორმით.

მომხსენებელთა რეზიუმეები აიტვირთება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე -www.batu.edu.ge

 

მოთხოვნების დარღვევით გაფორმებული ან კონფერენციის თემატიკის შეუსაბამო

რმოდგენილი სტატიები პუბლიკაციისათვის არ განიხილება.

 

საკონტაქტო პირი:

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სამეცნიერო
და საგამომცემლო განყოფილების უფროსი,
ასისტენტ პროფესორი
თეა ცაგუირა


მობ: (+995) 571 111 556
Mail: tea.tsaguria@batu.edu.ge

 

ანკეტა

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930