ბათუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ბათუმის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

სურათი

23 თებერვალი 2024 წელი

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, ბათუმში მოქმედ უნივერსიტეტებთან, ინდივიდუალურად, თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.ეს უნივერსიტეტებია: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრე ქანთარია, მისივე რეჟისურის სპექტაკლის ,,1902 წელს ბათომში” დასრულების შემდეგ, სცენიდან მიესალმა აუდიტორიას, ინიციატივის განხორციელების, ხელშეწყობისა და  გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა ჩართულ მხარეებს და აღნიშნა, რომ ,,ჩვენ ყველანი ვმუშაობთ ბათუმისთვის.” უნივერსიტეტების რექტორებთან ერთად, სცენაზე მიიწვია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი.,,ინიციატივა ემსახურება იმას, რომ კულტურულ ცხოვრებაში უფრო მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული.. დადგა დღე, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე.. ეს იქნება გაგრძელება და ახალი ისტორია თეატრისთვის” - აღნიშნა მინისტრმა.,,სპექტაკლში მონაწილე მხოლოდ ოთხი მსახიობი დგას ახლა სცენაზე ისეთი, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია და ჩვენ ამით ვამაყობთ”- აღნიშნა რექტორმა - პროფესორმა  - თემურ კეჟერაძემ.მჭიდრო თანამშრომლობის ხაზგასასმელად, სიტყვით გამოსვლისას სამხატვრო ხელმძღვანელმა ალექსანდრე ქანთარიამ, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი გამოცხადებისას მოიხსენია როგორც ,,ნათესავი უნივერსიტეტი.”ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და თეატრის ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:

  • ხელს შეუწყობენ ურთიერთობის განმტკიცებას და თანამშრომლობას თეატრალური ხელოვნებისა და განათლების განვითარების სფეროში
  • აწარმოებენ შეთანხმებულ პოლიტიკას ერთობლივი პროექტების მომზადების, განხორციელებისა და აუცილებელი რესურსის მოზიდვის მიზნით
  • თეატრი იღებს ვალდებულებას სტუდენტებისთვის უზრუნველყოს 50% ფასდაკლება სპექტაკლის ბილეთებზე
  • თეატრი, შესაძლებლობის ფარგლებში, უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტუდენტების პრაქტიკის გავლას. (რაოდენობა, ვადები განისაზღვრება მხარეების შეთანხმებით) და სხვა..

მემორანდუმი მოქმედებს 4 წლის ვადით.

ვულოცავთ უნივერსიტეტებსა და თეატრს და ვუსურვებთ წარმატებულ თანამშრომლობას!

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930