ფინეთის სატაკუნტას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი

სურათი

20 იანვარი 2024 წელი

2024 წლის 20 იანვარს რს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და ფინეთის სატაკუნტას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან. მემორანდუმი მიზნად ისახავს აკადემიური პერსონალის და სტუდენტების საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში ჩართვას. მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა ონლაინ შეხვედრა, რომელიც შედგა სატაკუნტას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელ, ბატონ არი-პეკა კაინუს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ, ბატონ თეიმურაზ კეჟერაძეს და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერ, სალომე ჩიკაშუას შორის. ონლაინ შეხვედრაზე მხარეებმა უნივერსიტეტების უკეთ გაცნობის მიზნით წარმოადგინეს პრეზენტაციები. დაისახა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031