საზღვარგარეთ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა

სურათი

10 აპრილი 2024 წელი

უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საზღვარგარეთ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ სტუდენტებს, რომლებმაც გადალახეს ზღვარი B2 ინგლისური ენის ინსტიტუციურ ტესტირებაში (71 ქულა და ზემოთ)და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე, ბოლო ერთი წლის მანძილზე, რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სწავლობს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკრედიტირებულ საბაკალავრო პროგრამაზე.
მსურველებმა სრულყოფილად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

პირადობის მოწმობის ასლი (pdf)

ცნობა ბინადრობის შესახებ (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე)

ნიშნების ფურცელი (pdf)

სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) (pdf)

ფოტო (3X4 jpg) (pdf)

პორტფოლიო (pdf)

დოკუმენტების მიღების ბოლო ვადა 2024 წლის 24 აპრილი.

დოკუმენტაცია გამოგზავნეთ მითითებულ მისამართზე

batuinternationalrelations@gmail.com.

დამატებითი ინფორმაციისთვის: საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს სალომე ჩიკაშუა

(995) 557 030 352

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031