კედლის მხატვრობის პროექტში „ახალი ფერი“ სტუდენტები ჩაერთვნენ

სურათი

8 აპრილი 2024 წელი

მხატვარ იოსებ ჯორბენაძის პროექტში ,,ახალი ფერი" ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დიზაინის სპეციალობის სტუდენტები ჩაერთვნენ. პროექტის ფარგლებში, გაიმართა თეორიულ-პრაქტიკული ვორქშოპი ქუჩის მხატვრობის კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით. სხვა ახალგაზრდებთან ერთად, სტუდენტები დაეუფლნენ სპრეი - პულივიზატორის გამოყენების ხელოვნებას. ვორქშოპი კედლის მხატვრობაში - პროექტი - ,,ახალი ფერი,” რაგბის მოედნის კედლის სრულად მოხატვას ითვალისწინებს და მაისის ბოლოს დასრულდება. პროექტის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031