სტუდენტთა VII საერთაშორისო კონფერენცია - „ტრადიცია და თანამედროვეობა”

სურათი

26 აპრილი 2024 წელი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა VII საერთაშორისო კონფერენცია - ,,ტრადიცია და თანამედროვეობა.” კონფერენციამ ხუთი სექცია მოიცვა: ხელოვნებათმცოდნეობა, კინომცოდნეობა, თეატრმცოდნეობა და განათლება, მედია, მუსიკისმცოდნეობა. საერთაშორისო კონფერენციაში უნივერსიტეტები მონაწილეობდნენ შვიდი ქვეყნიდან: ლატვიის ხელოვნების აკადემია, უნგრეთის ხელოვნების უნივერსიტეტი, ალმათის ხელოვნების ნაციონალური აკადემია, ყაზახეთის ნაციონალური კონსერვატორია, სომხეთის ხელოვნების აკადემია, კარპენკო-კარის სახელობის კიევის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე საქართველოდან: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივრსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტები, მათი ნაწილი კონფერენციაში ონლაინ ჩაერთო. კონფერენცია დასრულდა სერთიფიკატების გადაცემით. მონაწილეებმა, კონფერენციის არაფორმალური ნაწილის ფარგლებში, აჭარის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით, მოინახულეს - ხელოვნების მუზეუმი და ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აჭარის მუზეუმების გაერთიანება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელევიზია და რადიო და გაზეთი აჭარა. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები რექტორი - პროფესორი თემურ კეჟერაძე, უნივერსიტეტის სამეცნიერო და საგამომცემლო განყოფილების უფროსი - თეა ცაგურია მადლობას უხდის მხარდამჭერებს პროექტის წარმატებით განხორციელებაში ხელშეწყობისთვის. კონფერენციის ოფიციალურ ნაწილს, თარგმანით, მედიაცია გაუწია უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ხელმძღვანელმა, კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა - სალომე ჩიკაშუამ. კონფერენცია ორგანიზატორებმა მომავალი წლისთვისაც დააანონსეს.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031