ერასმუს + პერსონალის მობილობის კონკურსი

სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ერასმუს + პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში  IES Ribeira do Louro განათლების ინსტიტუტში საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობისათვის  პერსონალის შესარჩევად

კონკურსი განკუთვნილია სსიპ-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალისათვის, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას და აქვთ სურვილი მონაწილეობა მიიღონ პროგრამით დაგეგმილ კონფერენციასა და ვორქშოფში, რომელსაც ორგანიზებას უწევს CARTES consortium და IES Ribeira do Louro განათლების ინსტიტუტი.

პროგრამა ითვალისწინებს მგზავრობის  და ყოველდღიურ ხარჯებს (7 დღე).

აღნიშნული მობილობა არის მოკლევადიანი ვიზიტი მასპინძელ სასწავლებელში (5 სამუშაო დღე  და 2 დღე მგზავრობის), სადაც პერსონალი  მიმღებ უნივერსიტეტში მონაწილეობას მიიღებს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში, რომელიც გაიმართება ამა წლის 3-დან 7 ივნისის ჩათვლით, IES Ribeira do Louro განათლების ინსტიტუტში (პორინო, ესპანეთი). ღონისძიების თემაა ინტერნაციონალიზაცია, როგორც განათლების განვითარების გასაღები. პროგრამის მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთმანეთს გაუზიარონ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტების საუკეთესო პრაქტიკა.

ღონისძიების დღის წესრიგი იხილეთ აქ.  http://batu.edu.ge/text_files/ge_file_3855_1.pdf

I. კონკურსის ჩატარების ვადები

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველთა  საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2024 წლის 14 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info@batu.edu.ge  ან მატერიალური სახით 10.00 საათიდან 17.00 საათამდე ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში (ქ.ბათუმი, ზ.გორგილაძის.ვაჟა-ფშაველას ქ. №19/32, პირველი სართული, ოთახი №103)
  •  საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შერჩევა 2024 წლის 16 მაისი;
  •  ბხსუ-ში ჩატარებული კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატის შესახებ ინფორმაციის (პერსონალის წარდგინება უცხოეთის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში) გაგზავნა მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში -2024 წლის 16 მაისი;
  • მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან  კომუნიკაციის საფუძველზე, შერჩეული კანდიდატის ინფორმირება - 2024 წლის 20-23 მაისი.

 

 

II. საკონკურსო პირობები

 

  • კანდიდატი უნდა იყოს ბხსუ-ს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ აკადემიურ, ადმინისტრაციულ ან დამხმარე თანამდებობაზე დასაქმებული პირი;
  • უნივერსიტეტის პერსონალის აქტიური სტატუსი (პერსონალს არ უნდა ჰქონდეს შრომითი ურთიერთობა შეჩერებული).

 

III. წარმოსადგენი დოკუმენტაცია

 

  • პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • CV (ქართულ  და ინგლისურ ენაზე);
  • ცნობა ბხსუ-ში მუშაობის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

IV. შეფასების კრიტერიუმები

 

  • ბხსუ-ში მუშაობის ხანგრძლივობა და გამოცდილება (მაქს. 20 ქულა)
  • მობილობის სამუშაო ენის ცოდნა (მაქს. 20 ქულა)
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა და გამოცდილება (მაქს. 20 ქულა)
  • ერასმუსის პროგრამის ცოდნა ან/და სტუდენტური მობილობის პროექტებში თანამშრომლობა (მაქს. 20 ქულა)
  • შშმ ბენეფიციარის შემთხვევაში (მაქს. 10 ქულა)
  • აკადემიური საქმიანობა უნივერსიტეტში (თუ რამდენად აქტიურადაა ჩართული საუნივერსიტეტო საქმიანობაში) (მაქს. 10 ქულა)

 

CARTES_IES_Ribeira_do_Louro

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031