თანამედროვე ცეკვის კონკურსში უნივერსიტეტმა მეორე ადგილი დაიკავა სტუდფესტი 2024

სურათი

13 მაისი 2024 წელი

2024 წლის 13 მაისს, ბათუმში, ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, თანამედროვე ცეკვისა და მუსიკალური ბენდების კონკურსი გაიმართა. თანამედროვე ცეკვის კონკურსში ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მეორე ადგილზე გავიდა. წარდგენილი იყო ცეკვა - ,, ესპანური.’’ ასრულებდნენ დრამისა და კინოს სამსახიობო პროგრამის II კურსის სტუდენტები: ანი მელაძე, სალომე ბედინეიშვილი, მარიამ გუჯაბიძე და ქორეოგრაფიული სტუდია BT ART-ის მოცეკვავე - ელენე ხინკილაძე. ქორეოგრაფი: ასისტენტ-პროფესორი - თამარ ბერიძე.

თანამედროვე ცეკვის კონკურსში I ადგილი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, III ადგილი კი კავკასიის უნივერსიტეტმა დაიკავა. სტუდფესტის ფარგლებში კონკურსი სხვადასხვა სფეროში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტარდება. თანამედროვე ცეკვისა და მუსიკალური ბენდების კონკურსი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში გაიმართა.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031