Erasmus+ პერსონალის მობილობა ესპანეთში

სურათი

10 ივნისი 2024 წელი

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა, სალომე ჩიკაშუამ, მონაწილეობა მიიღო Erasmus + პერსონალის მობილობის პროგრამაში, რომელიც განხორციელდა IES Ribeira Do Louro-ს განათლების ინსტიტუტის და CARTES კონსორციუმის ორგანიზებით ქ. პორინოში, ესპანეთში, 2024 წლის 3-დან 7 ივნისის ჩათვლით. ღონისძიების თემა გახლდათ Erasmus + პროგრამები და ინტერნაციონალიზაცია, როგორც განათლების განვითარების გასაღები. პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ ბათუმის ხელონების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (საქართველო), ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (საქართველო), რიბეირა დე ლოუროს განათლების ინსტიტუტი (ესპანეთი), გიროკასტრას უნივერსიტეტი (ალბანეთი), პრიშტინას უნივერსიტეტი (კოსოვო) და კაბო-ვერდეს უნივერსიტეტი (კაბო-ვერდე).პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტების საუკეთესო პრაქტიკა, საუბარი ასევე შეეხო ინსტიტუციური განვითრების პროგრამებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს. პროგრამის ფარგლებში გაიმართა ვორქშოპი, სადაც მონაწილეებმა შეიმუშავეს CBHE პროექტის იდეა, დაისახა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები. პროგრამის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031