გამოცხადდა კონკურსი სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

 

სსიპ  – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს  2024 წლის 01 სექტემბრიდან  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

 

I. განცხადებების მიღებისა და კონკურსის ჩატარების ვადები

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაციის გაცემა, განცხადებებისა და საბუთების მიღება იწარმოებს საპროცედურო კომისიის მიერ 2024  წლის 15  ივლისიდან  19 ივლისის  ჩათვლით, 1000 საათიდან 1600 საათამდე, შემდეგ მისამართზე (ქ. ბათუმი, ზ.გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქ. №19/32, პირველი სართული, ოთახი №103). (მატერიალური სახით წარმოდგენამდე კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე - batukonkursi@batu.edu.ge).

კონკურსი ჩატარდება  2024  წლის  23 ივლისს.


 II. საკონკურსო პირობები

 

2.1 საშემსრულებლო მიმართულებით:

 

ა) ასოცირებული პროფესორის  თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც კონკურსამდე დაკავებული ჰქონდა პროფესორის, ასოცირებული ან ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა და აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური ან/და სახელოვნებო (შემოქმედებითი) მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება;

ა¹) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური  ან  მასთან  გათანაბრებული  ხარისხისა  და  შემოქმედებითი  წარმატების  მქონე  პირი, რომელსაც აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო- პედაგოგიური ან/და სახელოვნებო (შემოქმედებითი) მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება;

ბ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელიც ეწევა პედაგოგიურ ან/და აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას და აქვს პროფესიული წარმატებები.

 

2.2  თეორიული მიმართულებით:

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

 

2.3 კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს:

 ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გაიცემა საპროცედურო კომისიის მიერ), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომის, სერტიფიკატის, მოწმობის, სიგელის, ცნობის და ა.შ. ასლი (დედანის წარმოდგენით);

ბ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

გ) 2ც. ფოტოსურათი, 3X4;

დ) დარგის/სპეციალობის/საგნის სწავლების კონცეფცია სწავლების ორივე დონეზე;

             ე) ბოლო 7 წლის განმავლობაში წაკითხული სალექციო კურსების ჩამონათვალი - ერთ-ერთი კურსის სილაბუსით;

             ვ)  ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება) - გაცემული საკონკურსო განცხადების წარმოდგენამდე 15 დღის ვადაში;

           ზ) განაცხადი აფილირების შესახებ (მხოლოდ იმ კონკურსანტთათვის, რომლებიც გამოხატავენ წინასწარ წერილობით თანხმობას აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში ბხსუ-სთან აფილირებაზე).

           2.4 კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში).

           

2.5 აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატის გამოსავლენად გაითვალისწინება აგრეთვე:

ა) კონკურსანტის მიერ ბოლო 7 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სახელმძღვანელოები, ლექციების კურსები, მონოგრაფიები, საცნობარო ლიტერატურა, სამეცნიერო ნაშრომები და სხვა სახის პუბლიკაციები;

 ბ) ბოლო 7 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციების (სიმპოზიუმები/ კონგრესები/ სესიები) ორგანიზება/მონაწილეობა;

 გ) სასწავლო პროცესისა და კვლევისათვის სახსრების მოძიების გამოცდილება (სასწავლო და სამეცნიერო გრანტები და საერთაშორისო პროგრამები) (ბოლო 7 წლის განმავლობაში);

დ) ბოლო 7 წლის განმავლობაში დაცული საბაკალავრო, სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობა;

 ე) პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო კურსების, სალექციო კურსების, მოდულების ხელმძღვანელობა;

ვ) საბაკალავრო, სამაგისტრო ნაშრომის რეცენზირება, ოპონირება (ბოლო 7 წლის განმავლობაში);

ზ) წიგნების, კრებულების, ჟურნალების რედაქტორობა, რეცენზენტობა და რედკოლეგიის წევრობა;

თ) თანამედროვე სასწავლო პროგრამების ჩამოყალიბება და განვითარება: ელექტრონული სალექციო კურსების მომზადება და დანერგვა, კვალიფიკაციის ამაღლების კურსების მომზადება და დანერგვა;

ი) კვალიფიკაციის ასამაღლებელი სპეციალური ტრენინგების გავლა;

კ) შემოქმედებითი, სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მიღებული სახელმწიფო ჯილდოები, საპატიო წოდებები;  

ლ) უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური) არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა, დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სხვა დოკუმენტით, ასევე საკონკურსო მიმართულების შესაბამისი პედაგოგიური, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი კომპეტენციების დამადასტურებელი სხვა აქტივობები.

 

2.6. აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად გათვალისწინებული იქნება აგრეთვე პირის პროფესიული კვალიფიკაცია და უნარ - ჩვევები, მისი კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან.

 

2.7 საშემსრულებლო მიმართულებით უპირატესობით იქნება :

 

ა) კონკურსანტის მიერ დადგმული სპექტაკლები, გადაღებული ფილმები, შესრულებული როლები, კონცერტები (სოლო ან სტუდენტური), გამოფენები, ლიტერატურული/შემოქმედებითი წარმოდგენის მომზადება და სხვა შემოქმედებითი აქტივობები.

ბ)  ჯგუფის  ხელმძღვანელობა,  გამოშვებული  ჯგუფების  რაოდენობა,  გამოშვებული სტუდენტების რაოდენობა.

 

2.8 პირი, რომელსაც სურს დაიკავოს უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობა, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს ბხსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 28 მარტის №05-01/05 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „სსიპ-ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის აფილირების წესს“ და  დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს მხოლოდ ბხსუ-თან აფილირებას და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, გააჩნია თუ არა ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

 

            2.9. აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში  მონაწილეობის მიღებისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ კონკურსანტებს, რომლებიც გამოხატავენ  წინასწარ წერილობით თანხმობას აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში ბხსუ-სთან აფილირებაზე.

 

დეტალური ინფორმაცია საკონკურსო ადგილის, კონკურსის ჩატარებასა და წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.batu.edu.ge

 

 

III. კონკურსში მონაწილეთა შეზღუდვა

კონკურსში არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.

 

კონკურსის ჩატარების წესი http://batu.edu.ge/upload/wesi5.pdf

 

 

 

დადგენილება-აკადემიური-პერსონალის-კონკურსის-გამოცხადებაზე
დანართი 1
განცხადების-ფორმა-დანართი 2
კონკურსანტის-ანკეტის-ფორმა-დანართი 3
დანართი 4
დანართი 5
ბხსუ-ს შინაგანაწესი
ბხსუ-ს-ეთიკის კოდექსი
ბხსუ-ს აკადემიური პერსონალის აფილირების წესი
კონკურსანტის განაცხადი აფილირების შესახებ

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031