გამოცხადდა კონკურსი 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობისათვის ბხსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის შერჩევის მიზნით
|
II. საკონკურსო პირობები
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის ბხსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
- სტუდენტს, რომლის GPA არის არანაკლებ 2.5;
- სტუდენტს, რომელიც საკონკურსო განაცხადის წარდგენის პერიოდისათვის
სწავლობს მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე
ან/და გადის ამ დარგის შესაბამის სასწავლო კურსებს (MINOR-პროგრამის
ჩათვლით).
III. წარმოსადგენი დოკუმენტაცია
კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტმა (სტუდენტმა) უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება (დანართი №1);
- პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
- ფოტოსურათი (3X4);
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
- CV (ინგლისურ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი (250-400 სიტყვა) – (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი, GPA-ის მითითებით (ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სარეკომენდაციო წერილი, შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის
ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
- ეკონომიკური, სოციალური პრობლემის ან შშმ პირის სტატუსის (არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე თარგმანის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- სამეცნიერო კონფერენციებში, შემოქმედებით პროექტებსა და სხვა აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
- პორტფოლიო.
საკონკურსო განაცხადთან ერთად ატვირთული უნდა იქნეს თითოეული წარმოსადგენი დოკუმენტის დასკანერებული pdf ვერსია, ფოტოსურათი (3X4 jpg).
სტუდენტი თავისუფლდება უცხო ენაში ტესტირებიდან:
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის, კერძოდ, შესაბამისი რეგისტრაციის დასრულებამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე აღებული შემდეგი სერტიფიკატების საფუძველზე: TOEFL (90 iBT), IELTS (6.5 მინიმალური საშუალო ქულა) ან CAMBRIDGE (FCE)-ის სერტიფიკატი;
- ბხსუ-ში სწავლის პერიოდში ინგლისური ენის B2 დონის (შეფასება არანაკლებ 71 ქულა) გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ იხილეთ დანართი №2.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ საერთაშორისო
ურთიერთობების მენეჯერს სალომე ჩიკაშუას (მობ. 557 030 352).
საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესი | |
დანართი-1 | |
დანართი-2 |