განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტის ტიმ უილიამსის სამუშაო შეხვედრა კულტურული ტურიზმისა და კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან

          ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის კულტურული ტურიზმის,  კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტისა და ხელოვნების მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელების ე. მესხიასა და ს. თავაძის შეხვედრა ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტ ტიმ უილიამსთან.  

           პროგრამების ხელმძღვანელებმა სტუმარს გააცნეს კულტურული ტურიზმისა და კულტურის მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზანშეწონილობა რეგიონის კულტურის დაწესებულებებისათვის.

ე. მესხიამ აღნიშნა, რომ კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მომზადება განაპირობა საქართველოში ტურიზმისადმი გაზრდილმა ინტერესმა და ტურისტთა ნაკადის ზრდამ. საქართველოში განხორციელებული ტურების მეტი წილი მოდის კულტურულ ტურებზე.

          ს. თავაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს კულტურის დაწესებულებებისა და  მმართველ რგოლში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც სპეციალური განათლება არ გააჩნიათ. ხელმძღვანელ თანამდებობებზე მათი შერჩევა და დანიშვნა ხდება მხოლოდ კანდიდატთა პირადი გამოცდილების საფუძველზე.

       კულტურის მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამებს დღეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი ახორციელებენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს პროგრამული მიმართულება სამაგისტრო საფეხურზე, რაც სრულიად არ არის საკმარისი.

        კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით, მიუხედავად კურსდამთავრებულთა მცირე რაოდენობისა და დასაქმების ბაზარზე სპეციალისტთა დიდი დეფიციტისა, კურსდამთავრებულთა სპეციალობით დასაქმებაში მაინც არსებობს პრობლემები, რაც გამოწვეულია იმით, რომ კულტურის დაწესებულებებში ჯერჯერობით არ არის ნორმატიული შეზღუდვები არასპეციალური განათლების მქონე პირთა კულტურის სფეროში დასაქმებაზე.

         ტიმ უილიამსმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ იგი კარგად იცნობს საქართველოს კულტურის სისტემაში მიმდინარე პროცესებს. იგი მონაწილეობდა საქართველოს კულტურის სტრატეგიის პროექტის შემუშავებაში. სტუმარმა მასპინძლებს გააცნო საგანამანთლებლო პროგრამებისა და სტატეგიული გეგმის მომზადების პროცედურა, მოუთხრო იმ თავისებურებებზე, რომელიც არსებობს საგანმანათლებლო პროგრამის, სტრატეგიულ გეგმასა და კონცეფციას შორის.

        ტიმ უილიამსმა აღუთქვა ე. მესხიასა და ს. თავაძეს, იგი გააგრძელებს თანამშრომლობას ხელოვნების უნივერსიტეტთან და სტუმრად ეწვევა უნივერსიტეტს მომავალი წლის გაზაფხულზე.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930