ახალი ამბები - 14.04.2016
გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია
14 აპრილი 2016 წელი
16 აპრილს, ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი, პრემია „საბას“ პრემიის ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე გამართავს საჯარო ლექციას თემაზე "განათლების მნიშვნელობა". საჯარო ლექცია გაიმართება საქართველის პროფესიული განვითარების ცენტრის/GPDC ორგანიზებით. ლექცია 16:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. დამატებთი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროფესიული განვითარების ცენტრის რეგიონული ოფისის მენეჯერს - ქეთევან დუმბაძე 599346634
სრულად
ქართული ენის დღეს მიეძღვნა
14 აპრილი 2016 წელი
ქართული ენის დღეს მიეძღვნა ლიტერატურულ-მუსიკალური კომოპოზიცია, რომელიც ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა აკაკი წერეთლის სამშობლოში სხვიტორში ჩაატარეს. სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დაათვალიერეს აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, შემდეგ, ჯგუფის ხელმძღვანელის, მეტყველების პედაგოგის, პროფესორ თამილა მეიშვილის ხელმძღვანელობით, სტუდენტებმა წაიკითხეს აკაკი წერეთლისა და სხვა ქართველ პოეტთა ლექსები, შეასრულეს აკაკის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.
სრულად