ახალი ამბები - 21.04.2016

ფინანსთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს

21 აპრილი 2016 წელი

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი საუკეთესო სტატიის შესარჩევად თემაზე: „საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა". კონკურსი იმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. გამარჯვებული ნაშრომის ავტორს 2016 წლის 20 მაისს, გამოავლენს საკონკურსო კომისია. საუკეთესო 10 სტატია დაიბეჭდება კრებულის სახით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.
სრულად

გაიმართა HR დასაქმების სააგენტოს პრეზენტაცია

21 აპრილი 2016 წელი

გაიმართა შეხვედრა HR დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელთან. სააგენტოს წარმომადგენელმა ანა ჩაჩიბაიამ სტუდენტებს გაცნო CV შევსების პრინციპები, ისაუბრა ფორუმზე წარმოდგენილ კომპანიებზე. მიმდინარე წლის 25 მაისს 12-00 საათზე სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ გაიმართება დასაქმების ფორუმი. საქართველოში მოქმედი დიდი და საშუალო კომპანიების წარმომადგენლები სტუდენტებს პირისპირ გაესაუბრებიან. აპლიკანტებს საშუალება ექნებათ წარადგინონ საკუთარი თავი.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930