ახალი ამბები
ცნობილი კინორეჟისორის, ბელორუსიის ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის პროფესორის მარგარიტა კასიმოვას შეხვედრა რექტორთან
23 სექტემბერი 2015 წელი
ცნობილი კინორეჟისორი, ბელორუსიის ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის პროფესორი მ. კასიმოვა რამდენიმე დღეა მასტერკლასებს ატარებს უნივერსიტეტის სტუდენტებთან. დღეს მ. კასომოვა უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა. გაიმართა საუბარი უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შემოქმედებითი და საგანმანათლებლო პროექტების მომზადების ორგანიზაციულ საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი მ. ჯორბენაძე და სტუდენთა მომსახურების განყოფილების უფროსი ნ. ცქვიტინიძე.
სრულად
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და „წყალზე ხატვის“ მასტერკლასი
22 სექტემბერი 2015 წელი
ხელოვანთა კლუბმა მორიგი ღონისძიება ჩაატარა. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და „წყალზე ხატვის“ მასტერკლასი. მონაწილეობდნენ რეგიონების სამხატვრო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეები.
სრულად
მარგარიტა კასიმოვას მასტერკლასები
17 სექტემბერი 2015 წელი
მიმდინარე წლის 19-23 სექტემბერს კინომცოდნეობის დოქტორი, ბელორუსიის ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის პროფესორი მარგარიტა კასიმოვა ჩაატარებს მასტერკლასს - "მხატვრული კინოს მონტაჟი". მასტერკლასების დასაწყისი 11 საათზე. აუდიტორია 31.
სრულად
დაიწყო ახალი სასწავლო წელი
14 სექტემბერი 2015 წელი
ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ გაიხსნა ხელოვნების უნივერსიტეტში. საზეიმო გახსნაში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აკაკი ძნელაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ვიცე რექტორი ირაკლი კაცაძე, პოეტი ბელა ქებურია. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქ. ბათუმის საკრებულოს, მედიისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. გაიმართა პირველკურსელთა საზეიმო კურთხევა და საზეიმო კონცერტი.
სრულად
მასტერკლასები BIAF-ის პროგრამის ფარგლებში
12 სექტემბერი 2015 წელი
მიმდინარე წლის 13-20 სექტემბერს ტარდება ბათუმის X საერთაშორისო საავტორი კინოს ფესტივალი. ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულია მასტერკლასების ჩატარება ხელოვნების უნივერსიტეტში: 16 სექტემბერი 12-00 საათზე მაია კომოროვსკას მასტერკლასი სამსახიობო ხელოვნებაში; 17 სექტემბერი 14-30 სთ. ენდრიუ ვიალი - "პრაქტიკული ვორკშოპი რეჟისურასა და სამსახიობო ხელოვნებაში"; 18 სექტემბერი 13-30 სთ. ზელმირ ზილკინი - "დოკუმენტური ფილმების გადაღება".
სრულად