ახალი ამბები
გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
1 მაისი 2015 წელი
მიმდინარე წლის 1 მაისს გაიმართა ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.
(იხ. პროგრამა სრულად)
სრულად
(იხ. პროგრამა სრულად)
კლასიკური გიტარის კონცერტი
1 მაისი 2015 წელი
გაიმართა კლასიკური გიტარის კონცერტი ტრაპიზონის ტექნიკური უნივერსიტეტის კონსერვატორიის ასისტენტ-პროფესორის ტუნჯერ ონდესის შესრულებით.
სრულად
საქველმოქმედო აქცია
1 მაისი 2015 წელი
ქ. ბათუმის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ეკლესიის მშენებლობას მიეძღვნა სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასის მოსწავლეთა ხელნაკლეთი ნიმუშებისა და ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. აქციის მასპინძელი იყო ხელოვნების უნივერსიტეტი, რომელმაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საგამოფენო სივრცე დაუთმო აცქიის პატარა მონაწილეებს.
სრულად
თურქეთის გენერალური კონსულის ვიზიტი უნივერსიტეტში
30 აპრილი 2015 წელი
ხელოვნების უნივერსიტეტს ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემიზქანი ეწვია და უნივერსიტეტის რექტორს ე.მესხიას შეხვდა. საუბარი შეეხო რექტორის თურქეთში ვიზიტის შედეგებსა და ტრაპიზონისა და სტამბულის უნივერსიტეტებთან მომავალ თანამშრომლობას. რექტორმა მადლობა გადაუხადა გენერალურ კონსულს ვიზიტის მომზადებაში მონაწილეობის მიღებისათვის.
სრულად
„შემოქმედებითი ლაბორატორიის“ წარმატება სტუდენტურ ქორეოგრაფიულ ფორუმ-ფესტივალზე
30 აპრილი 2015 წელი
სტუდენტურ ქორეოგრაფიულ ფორუმ-ფესტივალ „ტერფსიქორე“-ში, რომელიც გაიმართა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მონაწილეობა მიიღო ხელოვნების უნივერსიტეტის „შემოქმედებითმა ლაბორატორიამ“, ხელმძღვანელი მ. ბაღდადიშვილი. „შემოქმედებით ლაბორატორია“-ში გაერთიანებული არიან ქორეოგრაფ-რეპეტიტორის სპეციალობის სტუდენტები. ბათუმელი სტუდენტების გამოსვლა ფესტივალზე განსაკუთრებით აღინიშნა და ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით „შემოქმედებითი ლაბორატორია“დაჯილდოვდა ფესტივალის სპეციალური პრიზით. (სრულად...)
სრულად