ახალი ამბები
მუსიკის ფაკულტეტის კონცერტი ქ. ტრაპიზონში
16 აპრილი 2015 წელი
2015 წლის 15 აპრილს ქ. ტრაპიზონის შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორის მიწვევით ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტმა კლასიკური მუსიკის კონცერტი გამართა ტრაპიზონის უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში. კონცერტს დაესწრო საქართველოს გენერალური კონსული ტრაპიზონში ბატონი ა. მიქაცაძე და კონსულის მრჩეველი გიორგი ყუშიტაშვილი
სრულად
აღინიშნა დედა ენის დღე
14 აპრილი 2015 წელი
დედა ენის დღეს მიეძღვნა სამსახიობო სპეციალობის სტუდენთა ლიტერატურული კომპოზიცია, რომელიც გაიმართა ილია ჭავჭავაძის აღდგენილ ძეგლთან. სტუდენტებმა წაიკითხეს ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილები. პედაგოგი, სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორი თამილა მეიშვილი.
სრულად
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
7 აპრილი 2015 წელი
ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელოვნების უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის" წარმომადგენელს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას, რომელიც მიმართულია საგანმანათლებლო საქმიანობისა და შშმ პირთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისაკენ.
სრულად
ტრენინგ-სემინარი
6 აპრილი 2015 წელი
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში საჯარო მეტყველებისა და ორატორული ხელოვნების მიმართულებით 4-5 აპრილს გაიმართა ორდღიანი ტრენინგ-სემინარი "დაძლიე შიში! ილაპაკე თამამად!"
ტრენინგ-სემინარი ჩაატარა 20 წლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსმა ფსიქოლოგმა, კოუჩმა, კვანტური განკურნებისა და ენერგო პრაქტიკების სპეციალისტმა ვერა პანფილოვამ და უნივერსიტეტის სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის მეტყველების პედაგოგმა თეა ცაგურიამ.
სრულად
ტრენინგ-სემინარი ჩაატარა 20 წლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსმა ფსიქოლოგმა, კოუჩმა, კვანტური განკურნებისა და ენერგო პრაქტიკების სპეციალისტმა ვერა პანფილოვამ და უნივერსიტეტის სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის მეტყველების პედაგოგმა თეა ცაგურიამ.