ახალი ამბები

ხელოვნების უნივერსიტეტში მასტერკლასი გაიმართა

27 სექტემბერი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ნინო ჩუტკერაშვილის მასტერკლასი გაიმართა, თემაზე- დოკუმენტური კინოს პროდიუსინგი. ნინო ჩუტკერაშვილი აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მხატვრული მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების კონკურსის გამარჯვებული პროექტის „სომალის ტყვეები“ პროდიუსერია. დოკუმენტური ფილმის "სომალის ტყვეები" გადაღებები აჭარის რეგიონში 17 სექტემბერს დაიწყო და 8 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
სრულად

შვეიცარიელი და უკრაინელი ხელოვანების მასტერ კლასი ხელოვნების უნივერსიტეტში

19 სექტემბერი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტში შვეიცარიელი და უკრაინელი ხელოვანების მასტერ კლასი გაიმართა. მასტერ კლასი მერიის მუნიციპალური პროექტის „ბათუმელ ხელოვანთა ხელშეწყობის" ფარგლებში გაიმართა. შვეიცარიელი და უკრაინელი მხატვრების ლექციებს უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების მიმართულების სტუდენტები და მერიის პროექტში მონაწილე მხატვრები დაესწრნენ. ქართველ ხელოვანებსა და სტუდენტებს უცხოელმა კოლეგებმა მხატვრობის ექსპერიმენტული ტექნიკის შესახებ ერთდღიანი ტრენინგი ჩაუტარეს.
სრულად

თურქეთის გენერალური კონსულის ვიზიტი ხელოვნების უნივერსიტეტში

17 სექტემბერი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტს თურქეთის გენერალური კონსული იასინ თემიზქანი მეუღლესთან ერთად ეწვია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ხელოვნების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო სტუდენტების გაცვლით პროგრამებსაც. სტუმრებმა ხელოვნების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, სასწავლო აუდიტორიები და შემოქმედებითი სახელოსნოები დაათვალიერეს.
სრულად

ხელოვნების უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

15 სექტემბერი 2014 წელი

15 სექტემბერს ხელოვნების უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. გაიმართა ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. (პროგრამა)
სრულად

კინოსკოლის წარდგენა

4 სექტემბერი 2014 წელი

„BIAFF-2014” კინოფესტივალის ფარგლებში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინასებით, ხელოვნების უნივერსიტეტში გაიხსნება კინოსკოლა. კინოჩვენებების პარალელურად სცენარზე მუშაობის მასტერ-კლასს ცნობილი აზერბაიჯანელი რეჟისორი რუსტამ იბრაგიმბეკოვი ჩაატარებს. რეჟისურის მიმართულებით სტუდენტებს გამოცდილებას ალექსანდრე რეხვიაშვილი და მიხეილ კობახიძე გაუზიარებენ. რაც შეეხება პროდიუსინგს, ამ მხრივ დამწყები ხელოვანების კვალიფიკაციის ამაღლებაზე თინათინ ყაჯრიშვილი და ლაშა ხალვაში იმუშავებენ. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებასა და სრულფასოვანი პროექტების მომზადებას.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031