ახალი ამბები

ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალის კონკურსი!

გადაიღე ფილმი ტელეფონით ევროკავშირის პროექტებზე და მოიგე პრიზი. iPhone 5S - I ადგილი, iPad Air - II ადგილი, ციფრული კამერა - III ადგილი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 16-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. კონკურსი ტარდება 2015 წლის მაისის ბოლომდე. დაწვრილებით ინფორმაცია იხ. www.eu3min.ge
ტელ.:+995 599-640-689.
სრულად

აჭარის ტრადიციული კულტურის დღეები თბილისში

7 მაისი 2015 წელი

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ორგანიზებით თბილისში გაიმართა სამეცნიერო ფორუმი „მთიანი აჭარის ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული მემკვიდრეობა“. ხელოვნების უნივერსიტეტიდან სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის რექტორმა ერმილე მესხიამ და უნივერსიტეტის ეთნომუსიკოლოგიის ლაბორატორიის სპეციალისტმა ლოლიტა სურმანიძემ.
სრულად

დასაქმების სააგენტო გიწვევთ შეხვედრაზე!

6 მაისი 2015 წელი

„დასაქმების სააგენტო ეიჩარის“ (www. HR.ge) კადრების შერჩევის დეპარტამენტი მიმდინარე წლის 8 მაისს გიწვევთ შეხვედრაზე დამსაქმებლებთან.
(დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ)
სრულად

პროფესორ ანეგრეტ პლონტკე-ლუნინგის ლექცია

6 მაისი 2015 წელი

გაიმართა იენის უნივერსიტეტის პროფესორის დოქტორ ანეგრეტ პლონტკე-ლუნინგის ლექცია.

სამინისტროს კონკურსის „თავისუფალი პროექტებისა და ახალი ინიციატივების მხარდაჭერის„ ფარგლებში ხორციელდება პროექტი „ანტიკური სამოსი მინოსური კრეტიდან ბიზანტიამდე“.
სრულად

აქცია

3 მაისი 2015 წელი

„გაიღიმე - გაეცი პოზიტივი“ - ამ მოწოდებით გაიმართა ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტთა და სტუდია “B. T. ART STUDIO”-ს ერთობლივი აქცია ვარდების ბაღში. აქციის მონაწილეებმა ღიმილის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საკუთარი ხელით შესრულებული მზის გამოსახულებიანი ნახატები დაურიგეს ქუჩაში გამვლელებსა და აცქიაზე მოსულ მაყურებელს.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031