ახალი ამბები

„დასაქმების სააგენტო ეიჩარის“ პრეზენტაცია

27 მარტი 2015 წელი

„დასაქმების სააგენტო ეიჩარის“ (www. HR.ge) კადრების შერჩევის დეპარტამენტი უკვე 6 წელია ატარებს სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმს. მარტის თვეში დაგეგმილია პრეზენტაცია სპეციალურად უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. დაინტერესებულმა სტუდენტებმა განაცხადის შესავსებად მიმართეთ სტუდენთა მომსახურების განყოფილებას, მე-2 სართული, ოთახი 42.


სრულად

წიგნის პრეზენტაცია

26 მარტი 2015 წელი

გაიმართა ხელოვნების უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის ერმილე მესხიას წიგნის "მუზეოლოგია" პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქ. ბათუმის მერი გ. ერმაკოვი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლები, უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
სრულად

შეხვედრა პოეტ ცისანა ანთაძესთან

25 მარტი 2015 წელი

გაიმართა შეხვედრა პოეტ ცისანა ანთძესთან. პოეტს მიესალმნენ ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ე. მესხია, სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორი თ. მეიშვილი, ამავე დეპარტამენტის პედაგოგი ნ. დავითაშვილი. პოეტმა წაიკითხა საკუთარი ლექსები, ისაუბრა შემოქმედებით საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე, უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.
სრულად

გამოფენა

18 მარტი 2015 წელი

17 მარტს გაიმართა ფოთის სამსახტვრო სასწავლებლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ფოთის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელი 1997 წელს დაარსდა და დღეისათვის 60 მოსწავლე ჰყავს. წარმოდგენილი იყო თექა, გობელენი, კერამიკა, ხეზე კვეთისა და ნაქარგობის ნიმუშები. გამოფენაში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სერთიფიკატები. ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლლობის მემორანდუმს.
სრულად

საჯარო ლექცია

18 მარტი 2015 წელი

"დიდი დეპრესიის პერიოდის ამერიკული კინო" - ამ თემაზე ჩაატარა საჯარო ლექცია ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, კინომცოდნე ოლიკო ჟღენტმა. დისკუსიის თემა იყო 30-იანი წლების ამერიკული ფოტოგრაფიაც. საჯარო ლექციის ფარგლებში გაიმართა დოკუმენტური ფილმის ფრაგმენტების ჩვენება. მსგავსი ლექციების ჩატარება სამომავლოდაც იგეგმება.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031