ახალი ამბები

ვასილ კიკნაძე - 85

24 დეკემბერი 2014 წელი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ბატონ ვასილ კიკნაძეს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდა. ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და კურსდამთავრებულები ულოცავენ ბატონ ვასოს საიუბილეო თარიღს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებენ. ბატონი ვასო წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ხელოვნების უნივერსიტეტში.
სრულად

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში

20 დეკემბერი 2014 წელი

ცნობილი ინგლისელი მწერლის უილიამ შექსპირის დაბადების 450 წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები ფოთის სახელმწიფო თეატრში დაესწრნენ სპექტაკლს „ჰამლეტი“ (უ. შექსპირი). სპექტაკლის დაწყებამდე უნივერსიტეტის რექტორმა ე. მესხიამ, ფოთის თეატრის მმართველმა თ. ხუხიამ და უნივერსიტეტის თეატრისა და კინოს მსახიობის ფოთის მიზნობრივი ჯგუფის სტუდენტებმმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს უნივერიტეტს, თეატრსა და სტუდენტს შორის ურთიერთვალდებულებების შესახებ.
სრულად

ხელოვანთა კლუბის შემაჯამებელი ღონისძიება

19 დეკემბერი 2014 წელი

თანამედროვე ხელოვნების გალერეაში, საოცრებათა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ღონისძიების „ახალგაზრდობის კლუბების მხარდაჭერის„ ფარგლებში ხელოვანთა კლუბმა შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.
სრულად

ირანული კინოს ფესტივალი

18 დეკემბერი 2014 წელი

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების, ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს გენერალური საკონსულოს, ქუთაისის საქართველო-ირანის მეგობრობის ცენტრისა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომისიის მხარდაჭერით ხელოვნების უნივერსიტეტში გაიხსნა ირანული კინოს ფესტივალი. ნაჩვენები იყო რეჟისორ ვაჰიდ მუსაიანის ფილმი „მეოთხე შვილი". 18 დეკემბერს ნაჩვენები იქნება რეჟისორ ალი ყაფარის ფილმი „ნაძარცვის დაბრუნება“.
სრულად

კოსტიუმებისა და მაკეტების გამოფენა

16 დეკემბერი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის ხელოვნების კლუბის ორგანიზებითა და ჭარის ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ხელოვნების უნივერსიტეტის სივრცე ფოტოგრაფების, მხატვრების და მუსიკოსების შემდეგ, დიზაინერებმა აითვისეს. 13-მა დამწყებმა ხელოვანმა კოსტიუმები და მაკეტები გამოფინა.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031