ახალი ამბები

საქველმოქმედო კონცერტი

27 მარტი 2013 წელი

გაიმართა საქველმოქმედო კონცერი მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტთა მონაწილეობით, ფოიეში მოწყო კინოხელოვნების სპეციალობის სტუდენტთა ფოტონამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხა გადაირიცხება ახალგაზრდა მსახიობის გიორგი ყორღანაშვილის ანგარიშზე.
სრულად

სიმპოზიუმზე გერმანიაში

25 მარტი 2013 წელი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მაგისტრატურის კურსდამთავრებული, მუსიკის ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი ლოლიტა სურმანიძე მიმდინარე წლის 20-23 მარტს გერმანისს ქალაქ ბამბერგში (ბავარია)ICTM - International Council of Traditional Music (UNESCO) Study Group-ის მიერ ორგანიზებულ საერთშორისო სიპოზიუმში მონაწილეობდა, სადაც წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: „ჭიბონი - ქართული (აჭარული) ტრადიციული საკრავი, როგორც რეგიონის სიმბოლო. (იხილეთ ტექსტი სრულად)
სრულად

სტუდენტური ფილმის პრეზენტაცია "აპოლოში"

23 მარტი 2013 წელი

კონოთეატრ "აპოლოში" გაიმართა ტელერეჟისორის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტის ნინელი გოგიტიძის დოკუმენტური ფილმის "დუმილშიც გუგუნებენ ზარები" პრეზენტაცია.
სრულად

ღია კარის დღე ხულოში

21 მარტი 2013 წელი

გაიმართა ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრა ხულოს ახალგაზრდობასთან. ღია კარის დღეზე სამსახიობო სპეციალობის სტუდენტებმა აჩვენეს სპექტაკლი ა. ჩეხოვის "ხელის თხოვნა", სახვითი ხელოვნების სპეციალობის სტუდენტებმა გამოფინეს საკუთარი ნახატები. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ისაუბრეს ხელოვნების უნივერსტიტეტში 2013 წელს მისაღებ სპეციალობებზე.
სრულად

ჩვენება კინოკლუბში

21 მარტი 2013 წელი

კინოკლუბში გაიმართა ჯოელ შუმახერის ფილმის “Falling Down” ჩვენება. ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ქ. ბათუმის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა.
მომდევნო კინოჩვენება გაიმართება შაბათს 30 მარტს 17-00 საათზე. დასწრება თავისუფალია.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031