ახალი ამბები
ბექა ბოლქვაძის პირველი პერსონალური გამოფენა ავსტრიაში
22 ოქტომბერი 2016 წელი
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ავსტრიული მხარის მოწვევითა და ორგანიზებით 21 ოქტომბერს, ავსტრიის ქალაქ კრემსში, გალერეა „დალიკო“-ში ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პედაგოგის, ბექა ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო. ქართველი ხელოვანის ფერწერულ ტილოებთან ერთად წარმოდგენილი იყო ავსტრიელი ფოტოგრაფის, უში ოსვალდის ბათუმში გადაღებული ფოტოები.
სრულად
„განათლების საერთაშორისო გამოფენა - თბილისი - 2016“
19 ოქტომბერი 2016 წელი
გაცნობებთ, რომ 23 ოქტომბერს, თბილისში ჩატარდება განათლების საერთაშორისო გამოფენა. გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო სასწავლებლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები, და საგანმანათლებლო სააგენტოები.
სრულად
ესეების კონკურსი სტუდენტებისათვის
18 ოქტომბერი 2016 წელი
გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (Office of the High Commissioner for Human Rights in South Caucasus UN OHCHR) აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
სრულად
საერთაშორისო კონფერენციაზე
18 ოქტომბერი 2016 წელი
2016 წლის 16-18 ოქტომბერს პრაღის (ჩეხეთი) ჩარლის უნივერსიტეტში ჩატარდა ორთოდოქსული მუსიკის საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო მუსიკის ფაკულტეტის პროფესორმა ხათუნა მანაგაძემ.
სრულად
გოგა ნიქაბაძის ახალი კოლექციის ჩვენება
17 ოქტომბერი 2016 წელი
მიმდინარე წლის 12-17 ოქტომბერს ტრადიციულ Mercedes Benz FashionWeek-ზე გაიმართა გოგა ნიქაბაძის გაზაფხული-ზაფხული 2017 წლის კოლექციის ჩვენება.
სრულად