ახალი ამბები
სტუდენტთა საყურადღებოდ!
17 ოქტომბერი 2016 წელი
თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია საზღვარგარეთ სასწავლო პროგრამების შესახებ დასეწარით პრეზენტაციას სასტუმრო ჰილტონში, 2016 წლის 22 ოქტომბერს.
სრულად
განცხადება
17 ოქტომბერი 2016 წელი
2017 წლის 24-25 აპრილს ქ. ციურიხში ჩატარდება განათლების სხვადასხვა მიმართულებებისა და საკითხებისადმი მიძღვნილი გამოფენა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტებს, კოლეჯებს, სკოლებს, საგანმანათლებლო, კვლევითი, სასტიპენდიო პროგრამებისა და საზაფხულო და ზამთრის სკოლების წარმომადგენლებს. გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, დარეგისტრირების ბოლო ვადაა 2017 წლის 27 იანვარი.
სრულად
მასტერკლასები
10 ოქტომბერი 2016 წელი
მიმდინარე წლის 11-დან 15 ოქტომბრამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ტარდება მასტერკლასები კინოხელოვნების სპეციალობის სტუდენტებისათვის დრამატურგიასა და რეჟისურაში. მასტერკლასებს დრამატურგიაში ჩაატარებს დრამატურგი ირაკლი სოლომონაშვილი, ხოლო რეჟისურაში, რეჟისორი ზაზა ხალვაში.
სრულად
სერგო გოგოლაძის პესონალური გამოფენა
6 ოქტომბერი 2016 წელი
5 ოქტომბერს აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის სერგო გოგოლაძის პერსონალური გამოფენა. წარმოდგენილი იყო როგორც ფერწერული, ასევე გრაფიკული ნამუშევრები.
სრულად
ქ. ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ბატონ იასინ თემისქანის ვიზიტი ხელოვნების უნივერსიტეტში
4 ოქტომბერი 2016 წელი
ხელოვნების უნივერსიტეტს ქ. ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული ბატონი იასინ თემისქანი ეწვია. შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი ე. მესხია და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ქ. ვაჩეიშვილი, გაიმართა საუბარი უნივერსიტეტის ახალი სასწავლო წლის საგანმანათლებლო, შემოქმედებით და კვლევით პროექტებზე, ხელოვნების უნივერსიტეტსა და თურქეთის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის მომავალ თანამშრომლობაზე.
სრულად