ახალი ამბები
სამაგისტრო ნაშრომების დაცვა
22 ივლისი 2016 წელი
გაიმართა მოდის დიზაინის სპეციალობის კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნაშრომების დაცვა. მაგისტრანტებმა მაია ბოლქვაძემ და მარიკა გოგოლიშვილმა საგამოცდო-საკვალიფიკაციო კომისიას წარუდგინეს საკუთრი ნამუშევრები.
სრულად
არქიტექტურული პროექტების საჯარო წარდგენა-დაცვა
20 ივლისი 2016 წელი
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან შეთნხმებითა და კონსულტაციებით მოამზადა დაბა შუახევის საჯარო სკოლისა და აჭარის ტელევიზიის შენობის არქიტექტურული პროექტები. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო ქ. ბათუმის სხვა საზოგადოებრივი და სოციალური დანიშნულების ობიექტების არქიტექტურული პროექტები.
სრულად
საერთაშორისო კონფერენცია ქალთა საქალაქო ცხოვრების თემაზე ირანში
14 ივლისი 2016 წელი
თეირანის მერია ქალთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წლის 21-22 დეკემბერს მართავს პირველ საერთაშორისო კონფერენციას ქალთა საქალაქო ცხოვრების თემაზე (First International Conference on Women and Urban Life). დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ საიტზე: www.wulconf.com
სრულად
ვულოცავთ ზაზა ხალვაშს კონკურსში გამარჯვებას!
1 ივლისი 2016 წელი
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენრტის მიერ გამოცხადებული „სრულმეტრაჟიანი ფილმის 2016-2017 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის“ საბოლოო შედეგების მიხედვით პირველი ადგილი მოიპოვა ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორის, რეჟისორ ზაზა ხალვაშის სცენარმა სახელწოდებით „ნამე“. ვულოცავთ ბატონ ზაზას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ!
სრულად
პროფესორ თამაზ ცერიაშვილის ნამუშევრების გამოფენა
28 ივნისი 2016 წელი
აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა საქართველოს დამსახურებული პედაგოგის, ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის პროფესორის თამაზ ცერიაშვილის ნამუშევრების გამოფენა. წარმოდგენილი იყო, როგორც ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ასევე ზღვის ქვებისა და ბუნებრივი მასალებისგან შესრულებული კომპოზიციები. შემდეგ გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ მისი აღზრდილები, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ სწავლას და შემოქმედებით საქმიანობას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ: მარიამ ფირცხალაიშვილი, ასლან დიასამიძე, ეთერ ხალვაში, ლელა ვაშაყმაძე, ხათუნა დონდუა, სალომე სალაძე. კონცერტში მონაწილეობდნენ ცნობილი მომღერლები ირაკლი კახიძე და ბაჩო ნაკაშიძე.
სრულად