ახალი ამბები

სტუდენტთა საყურადღებოდ

27 ივნისი 2016 წელი

განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2016 წელს საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის აცხადებს კონკურსს.
სრულად

ყურადღება! სტუდენტთა დასაქმება!

20 ივნისი 2016 წელი

სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების მსურველ სტუდენტებს სთავაზობს თვისუფალი ვაკანსიების ჩამონათვალს. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხ.: www.worknet.gov.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების პროგრამის თანამშრომელს თემურ ჯგერენაიას, ტელ.:555 73 85 73, ელ.ფოსტა: tjgerenaia@ssa.gov.ge
სრულად

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

11 ივნისი 2016 წელი

10 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა დამსახურებული პედაგოგის, ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორის თამაზ ცერიაშვილის ნამუშევრების გამოფენა და კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტები.
სრულად

კონცერტი

9 ივნისი 2016 წელი

მიმდინარე წლის 8 ივნისს გაიმართა მუსიკის ფაკულტეტის აკადემიური სიმღერის სპეციალობის მეორე კურსის მაგისტრანტის სალომე სალაძის სოლო კონცერტი. ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ ჯახუტაშვილი. შესრულდა მოცარტის, დონიცეტის, დოლიძის, რახმანინოვის ნაწარმოებები. კონცერტმაისტერი ევგენია ღოღელიანი.
სრულად

გაიმართა კონცერტი

7 ივნისი 2016 წელი

მიმდინარე წლის 6 ივნისს გაიმართა ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ნათელა ხომერიკის კლასის კონცერტი. მონაწილეობდნენ მაგისტრატურის აკადემიური სიმღერის სპეციალობის II კურის სტუდენტი ნინო ქარცივაძე, ბაკალავრიატის აკადემიური სიმღერის სპეციალობის IV კურსის სტუდენტები ინგა მელიქიშვილი და ნინო წულაია. კონცერტმაისტერი ნანა კვირიკაძე. შესრულდა არიები ჰენდელის, არაყიშვილის, ვერდის, შტრაუსის, დონიცეტის, ლაღიძის, პუჩინის, ლისტის ნაწარმოებებიდან.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031