ახალი ამბები
აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშეს ჯეიმს დუის ვიზიტი უნივერსიტეტში
17 ივნისი 2015 წელი
ხელოვნების უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების კულტურის ატაშე ჯეიმს დუი. უნივერსიტეტის რექტორთან ე. მესხიასთან გამართულ შეხვედრაზე ჯეიმს დუიმ გამოთქვა სურვილი უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღოს საელჩოს პროექტებში. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მ. ჭიჭიეიშვილი და უფროსი მასწავლებელი, აკადემიური დოქტორი ნ. ინაიშვილი. სტუმარმა დაათვალიერა პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა გამოფენა და დაინტერესდა პროექტით „ანტიკური სამოსი მინოსური კრეტიდან ბიზანტიამდე“, რომელიც თავისუფალი პროექტებისა და ახალი ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელდა ხელოვნების უნივერსიტეტში.
სრულად
ხელოვნების უნივერსიტეტის ემერიტუსის ოთარ დარჩიას იუბილე
16 ივნისი 2015 წელი
ცნობილ მოქანდაკესა და მხატვარს, ხელოვნების უნივერსიტეტის ემერიტუსს ოთარ დარჩიას 70 წელი შეუსრულდა. იუბილარს შეხვედრა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მოუწყვეს. პროფესორს, რომელიც სასწავლებლის ემერიტუსია, შეხვედრაზე ხელოვნების უნივერსიტეტის საპატიო სიგელი გადაეცა და დაჯილოვდა ფულადი პრემიით. იუბილარმა და მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მიერ ამ დღისადმი მიძღვნილი გამოფენა.
სრულად
გაიმართა პროექტის პრეზენტაცია
12 ივნისი 2015 წელი
დასრულდა პროექტი „ანტიკური სამოსი მინოსური კრეტიდან ბიზანტიამდე“, რომელიც აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს „თავისუფალი პროექტებისა და ახალი ინიციატივების მხარდაჭერის„ ფარგლებში დაფინანსდა (20 000 ლარი) და განხორციელდა. პროექტის ხელმძღვანელი პროფესორი ქეთევან ვაჩეიშვილი.
სრულად
გამოცდა სასცენო მეტყველებაში
10 ივნისი 2015 წელი
სამსახიობო სპეციალობის მე-3 კურსზე ჩატარდა ღია გამოცდა სასცენო მეტყველებაში. ჯგუფის ხელმძღვანელი მოწვეული პედაგოგი, რეჟისორი ანდრო ენუქიძე, ასისტენტი მაია ცეცხლაძე, მეტყველების პედაგოგი, სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის პროფესორი თამილა მეიშვილი.
სრულად
შეხვედრა თურქეთის გენერალურ საკონსულოში
9 ივნისი 2015 წელი
ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის იასინ თემიზქანის ინიციატივით საკონსულოში გაიმართა შეხვედრა თურქეთისა და ბათუმის უნივერსიტეტების რექტორებთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ტრაპიზონის შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის, რიზეს რეჯეპ თაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის, ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის, ტრაპიზონის ევრაზიის უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის საზღვაო აკადემიისა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორები. შეხვედრაზე განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის საკითხები.
სრულად