ახალი ამბები
სტუდენტთა საყურადღებოდ!
5 ივნისი 2015 წელი
ქ. ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება ორგანიზებას უწევს ღონისძიებას, ,,სამთო ახალგაზრდული ბანაკი“-ს განხორციელებას. (იხ. სრულად)
სრულად
ღია გამოცდა სამსახიობო ოსტატობაში
5 ივნისი 2015 წელი
ჩატარდა ღია გამოცდა სამსახიობო სპეციალობის პირველ კურსზე. სტუდენტებმა წარმოადგინეს მინიატურები: "ეშმაკი და შვიდი ცოდვა", "შური", "არ იქურდო", "მრისხანება", "ბარის მეპატრონე", "ანგარება", "სიძვა", "ღორმუცელობა", "სიზარმაცე". ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი ვლადიმერ ბიბილეიშვილი, პედაგოგ-ასისტენტი ნინო დავითაშვილი. ცეკვის პედაგოგი ასისტენტი თამარ ბერიძე.
სრულად
ღია გამოცდა
3 ივნისი 2015 წელი
ჩატარდა ღია გამოცდა ვოკალში სამსახიობო სპეციალობის პირველ კურსზე. ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ვლადიმერ ბიბილეიშვილი, ვოკალის პედაგოგი ასისტენტ-პროფესორი ტარიელ გველესიანი. სტუდენტებმა შეასრულეს ქართველ კომპოზიტორთა ცნობილი სიმღერები.
სრულად
აშშ-ის საელჩო ფულბრაიტის სამაგისტრო გაცვლით პროგრამას აცხადებს
3 ივნისი 2015 წელი
ამერიკის საელჩო საქართველოში ფულბრაიტის გაცვლით პროგრამას აცხადებს, კონკურსში გამარჯვებულები 2016-2017 წლებში მაგისტრატურას ამერიკაში უფასოდ გაივლიან. პროგრამა უზრუნველყოფს ამერიკაში ნებისმიერი სპეციალობის დაფინანსებას, ბიზნესის ადმინისტრირების გარდა.(იხ. ტექსტი სრულად)
სრულად
დისკუსია ხელოვნების უნივერსიტეტში “რატომ გვითვალთვალებს სახელმწიფო?”
2 ივნისი 2015 წელი
არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ინიციატივით ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა. დისკუსიის თემა იყო, მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალი და მიყურადება, როგორც პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა. დისკუსიის დაწყებამდე ნაჩვენები იყო გერმანელი რეჟისორის ფლორიან ჰენკელ ფონ დონერსმარკის 2006 წელს გადაღებული ფილმი, "სხვების ცხოვრება", რომელიც ასახავს 1984 წელს აღმოსავლეთ ბერლინში, გერმანიის საიდუმლო პოლიციის საქმიანობას. ფილმის ჩვენებას სტუდენტები ესწრებოდნენ.
სრულად