ახალი ამბები

გამოფენა ოზურგეთში

4 მარტი 2015 წელი

3 მარტს ქ. ოზურგეთის სამხატვრო გალერეაში გაიხსნა ბათუმში მცხოვრები გურული მხატვარი ქალების ნამუშევრების გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა: ქეთევან ვაჩეიშვილმა, დიანა თალაკვაძემ, ქეთევან ფილიპოვამ და ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა მარიკა კვაჭაძემ.
სრულად

ხელოვნების უნივერსიტეტში ერეკლე სიგუას ფოტოგამოფენა გაიხსნა

3 მარტი 2015 წელი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში კურსდამთავრებულის ერეკლე სიგუას პერსონალური ფოტოგამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფირით გადაღებული ფოტოები. ფოტოგრაფისთვის ეს პირველი პერსონალური გამოფენაა.
სრულად

სტადიონის პროექტების გამოფენა

3 მარტი 2015 წელი

3 მარტს ხელოვნების უნივერსიტეტში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საფეხბურთო სტადიონის პროექტები გამოფინა. გამოფენა 12 მარტამდე გაგრძელდება.
გამარჯვებულ პროექტს სპეციალურად შექმნილი საპროექტო კომისია გამოავლენს, რის შემდეგაც სამინისტრო პროექტის მშენებლობაზე გამოაცხადებს ტენდერს. საპროექტო კონკურსში 11 კომპანია მონაწილეობს.
სრულად

სამინისტროს დაფინანსებით

27 თებერვალი 2015 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თავისუფალი პროექტების პროგრამის ფარგლებში დააფინანსა უნივერსიტეტის პროფესორის ქ. ვაჩეიშვილის პროექტი "ანტიკური სამოსი მინოსური კრეტიდან ბიზანტიამდე" 20 ათასი ლარის ოდენობით. პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები.
სრულად

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მ. გიორგაძის ვიზიტი ხელოვნების უნივერსიტეტში

27 თებერვალი 2015 წელი

„ხელოვნების უნივერსიტეტის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაწესებულებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი სტუმრობს“ – მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა ერმილე მესხიამ. შეხვედრა გაიმართა დიალოგის ფორმატში, რომელსაც ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები. საუბარი შეეხო უნივერსიტეტის დაფინანსების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და შენობის ადგილმონაცვლეობის საკითხებს. მინისტრს თან ახლდნენ მინისტრის მოადგილე მ. ბერიკაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გ. თავამაიშვილი.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031