ახალი ამბები

სტუდენტთა საყურადღებოდ!

20 თებერვალი 2015 წელი

სტუდენტური თვითმმართველობა აცხადებს არჩევნებს ახალი შემადგენლობის დაკომპლექტების მიზნით. წევრობის მსურველთა განცხადებები მიიღება 2015 წლის 23 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ყოველდღე 10 საათიდან 16 საათამდე შაბათ-კვირისა და დასვენების დღეების გარდა. მე-2 სართული ოთახი 42. არჩევნები ჩატარდება 2015 წლის 5 მარტს
სრულად

ლატვიის საზაფხულო სკოლები

ლატვიის საზაფხულო სკოლები აცხდებს სტიპენდიებს. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები
სრულად

სამინისტროს პროგრამების პრეზენტაცია

18 თებერვალი 2015 წელი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს განათლებისა და კულტურის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები წარუდგინეს.

კულტურის სფეროს მიმართულებით გამოცხადებულია სამი კონკურსი:კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის, თავისუფალი პროექტების, ახალი ინიციატივების მხარდაჭერის და ფესტივალებში, კონკურსებში, გამოფენებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის კონკურსი. საბუთების მიღება სამ ეტაპად განხორციელდება.

ასევე, შეხვედრაზე გაიმართა განათლების მიმართულებით „სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც საბუთების მიღება მიმდინარეობს 2015 წლის 27 თებერვლის ჩათვლით.
სრულად

სტუდენტთა საყურადღებოდ!

9 თებერვალი 2015 წელი

2015 წლის 2-7 ივნისს ტარდება თბილისის საერთაშორისო სტუდენტური ფილმების ფესტივალი.
საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის ფილმის წარდგენის ბოლო ვადაა 5 მაისი!

ონლაინ აპლიკაცია იხილეთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე:www.tbilisistudentfilmfestival.ge
სრულად

სახელოვნებო დაწესებულებების ევროპული ლიგა(ELIA) იწვევს სტუდენტებს

8 თებერვალი 2015 წელი

სახელოვნებო დაწესებულებების ევროპული ლიგა(ELIA) იწვევს დამამთავრებელი კურსის(ან მაქსიმუმ ერთი წლის კურსდამთავრებულებს) სტუდენტებს ელიას ყოველწლიურ მეშვიდე ფესტივალზე.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031