ახალი ამბები

ირანული კინოს ფესტივალი

12 დეკემბერი 2014 წელი

მიმდინარე წლის 17 და 18 დეკემბერს გაიმართება ირანული კინოს ფესტივალი. ფესტივალი ტარდება საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების, ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს გენერალური საკონსულოს, ქუთაისის საქართველო-ირანის მეგობრობის ცენტრისა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომისიის მხარდაჭერით.
ნაჩვენები იქნება რეჟისორ ალი ყაფარის ფილმი „ნაძარცვის დაბრუნება“ და რეჟისორ ვაჰიდ მუსაიანის „მეოთხე შვილი. დასაწყისი 17-00 საათზე.
სრულად

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

10 დეკემბერი 2014 წელი

ქ. ახალციხეში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს შორის.
სრულად

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის საჯარო ლექციები

6 დეკემბერი 2014 წელი

2014 წლის 4 და 5 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ხელოვნების სასწავლო უნივესიტეტში გაიმართა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ მაიკლ ვიკერსის საჯარო ლექციები:


სრულად

სამინისტროს ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

6 დეკემბერი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტში პროგრამის „კულტურის მენეჯმენტის განვითარების ხელშეწყობა“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები
სრულად

მასტერკლასი

4 დეკემბერი 2014 წელი

2-3 დეკემბერს სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის სტუდენტებისათვის ასოცირებულმა პროფესორმა მაია გერსამიამ ჩაატარა მასტერკლასი „სველი ტექნიკა - აკვარელის ტექნიკის ზოგადი კლასიფიკაცია“.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031