ახალი ამბები

კონკურსი სტუდენტურ გაცვლით პროგრამაზე

11 თებერვალი 2014 წელი

Global Ugrad
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) აცხადებს შესარჩევ კონკურსს გლობალურ სტუდენტურ გაცვლით პროგრამაზე 2014-2015 აკადემიური წლისთვის (Global Undergraduate Exchange Program in Eurasia and Central Asia). ანკეტების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 28 თებერვალი.
სრულად

წარმატებული სტუდენტები

11 თებერვალი 2014 წელი

ხათუნა დონდუა (მეცო–სოპრანო) - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სოლო სიმღერის სპეციალობის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტია, პარალელურად, საოპერო სტუდიის სოლისტი და საგუნდო კაპელის მომღერალია.

მარიამ ძნელაძე (ლირიკულ–კოლორატურული სოპრანო) ამავე ფაკულტეტის სოლო სიმღერის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტია, პარალელურად, ახალგაზრდულ მუსიკალური თეატრისა და ასევე კვარტეტ "4 YOU"-ს სოლისტია.
სრულად

კურსდამთავრებულთა წარმატება

10 თებერვალი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას. სამსახიობო სპეციალობის კურსდამთავრებული თამუნა ჭუბაბრია ფოთის სახელმწიფო თეატრში მიიწვიეს. ამავე თეატრის დასში ჩაირიცხნენ ხელოვნების უნივერსიტეტის სამსახიობო სპეციალობის სტუდენტები გიორგი ჯანყარაშვილი და შოთა სასანია.
სრულად

გარდაიცვალა ლევან ღლონტი

7 თებერვალი 2014 წელი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცნობილი ხელოვანი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ბათუმის საპატიო მოქალაქე ლევან ღლონტი და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
სრულად

მაგისტრატურა 43 სტუდენტისთვის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით

6 თებერვალი 2014 წელი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის 43 სტუდენტი კვალიფიკაციის ასამაღლებლად მაგისტრატურაზე ისწავლის.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031