ახალი ამბები

გილოცავთ ახალ წელს

31 დეკემბერი 2013 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორატი სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს ულოცავს დამდეგ 2014 წელს. უსურვებს სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერებას, წინსვლას და წარმატებებს შემოქმედებით საქმიანობასა და პედაგოგიურ მოღვაწეობაში.
სრულად

გაიმართა კინოჩვენება

29 დეკემბერი 2013 წელი

კინოკლუბში გაიმართა ჩვენება მიხაილ ჰანეკეს ფილმისა „სიყვარული“(2012 წ.), რომლის პრემიერა შედგა კანის 65-ე კინოფესტივალზე და ფილმმა „ოქროს პალმის რტოს“ მთავარი პრიზი მოიპოვა.
სრულად

წინასაახალწლო კონცერტი

28 დეკემბერი 2013 წელი

გაიმართა წინასაახალწლო კონცერტი. შესრულდა არიები მოცარტის, პუჩინის, დონიცეტის და ვერდის ნაწარმოებებიდან. მონაწილეობდნენ მუსიკის ფაკულტეტის აკადემიური სიმღერის მიმართულების სტუდენტები; გუნდი, ქორმაისტერი ლ. დოლიძე; სოლისტები ე. გორგილაძე, მ. გასპარიანი, ე. დილოიანი; კონცერტმაისტერები: რ. კვახაძე, ნ. ნიშნიანიძე, ე. სოსელია, ლ. ლურსმანაშვილი; პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი მამუკა ალაფიშვილი, საოპერო მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი თამაზ ცერიაშვილი. კონცერტში მონაწილეობდა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ზ. ანჯაფარიძის საოპერო სტუდიის სოლისტი, ევროპაში მოღვაწე ტენორი, ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ირაკლი კახიძე.
სრულად

გიწვევთ კინოჩვენებაზე

26 დეკემბერი 2013 წელი

2013 წლის 29 დეკემბერს, კვირას, 12-00 საათზე კინოკლუბში გაიმართება კინოჩვენება. აუდიტორია 67. ადგილების რაიდენობა შეზღუდულია.
სრულად

სტუდენტური სპექტაკლი

24 დეკემბერი 2013 წელი

სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტთა მონაწილეობით წარმოდგენილი იყო გურამ პეტრიაშვილის ზღაპრის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი "უცნაური მხატვარი". დადგმა განახორციელა დრამის რეჟისურს სპეციალობის მაგისტრანტმა გიორგი ქათამაძემ, მონაწილეობდნენ სამსახიობო სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტები.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031