ახალი ამბები
გაიმართა კინოჩვენება
22 დეკემბერი 2013 წელი
კინოკლუბში გაიმართა ოთარ იოსელიანის ფილმის "იყო შაშვი მგალობელელი" (1970 წ.) ჩვენება-განხილვა.
სრულად
გიწვევთ კინოკლუბში
20 დეკემბერი 2013 წელი
კვირას, 22 დეკემბერს, 12 საათზე, კინოკლუბში გაიმართება კინოჩვენება. აუდიტორია 67. ადგილები შეზღუდულია.
სრულად
ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს
20 დეკემბერი 2013 წელი
თბილისის სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ საკონფერენციო დარბაზში ხელი მოეწერა ურთიერთთანამრომლობის მემორანდუმს შპს - სასწავლო უნივერსიტეტ ევროპულ აკადემიასა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი აკადემიური, შემოქმედებითი და სამეცნიერო პროექტების მომზადებას.
სრულად
ვორკშოპი
19 დეკემბერი 2013 წელი
ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორმა, რეჟისორმა ზაზა ხალვაშმა ჩაატარა ვორკშოპი. ისაუბრა ფილმის გადაღების პროცესებზე, რომელსაც ამჟამად თავად იღებს და რომელშიც აქტიურად არიან ჩართული სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის კინორეჟისურის სპეციალობის სტუდენტები.
სრულად
საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ახალი ტალღა“
18 დეკემბერი 2013 წელი
ბულგარეთის უნივერსიტეტის კინოს, რეკლამისა და შოუ ბიზნესის განყოფილების ორგანიზებით ტარდება საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ახალი ტალღა“, რომლის მიზანია შეარჩიოს საუკეთესო ნამუშევრები და ნიჭიერ სტუდენტებს მისცეს შესაძლებლობა თავიანთი შემოქმედება გააცნონ ფართო აუდიტორიას. ფესტივალი გაიმართება 2014 წლის 23-25 იანვარს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში შედის მოკლე მხატვრული ფილმი, ანიმაცია და დოკუმენტური ფილმი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ www.newwavefilmfest.net
სრულად