ახალი ამბები

პოლონელი პროფესორის ლექცია

13 ნოემბერი 2013 წელი

ცნობილმა პოლონელმა პუბლიცისტმა, ბონდერლენდის ფონდის წარმომადგენელმა, თეატრალურმა რეჟისორმა, თეატრ "გარჯენიცას" დამაარსებელმა, პოლონელმა პროფესორმა კშიშტოფ ჩიჟევსკიმ ჩაატარა ლექცია თემაზე "კულტურა და სოლიდარობა".
სრულად

სტუდენტთა საყურადღებოდ!

12 ნოემბერი 2013 წელი

მიმდინარე წლის 13 ნოემბერს 11-00 საათზე ჩატარდება ღია ლექცია "კულტურა და სოლოდარობა" -კშიშტოფ ჩიჟევსკი(პოლონეთი), 14 ნოებერს 12-00 საათზე ბრენდონ ჯექსონი(დიდი ბტოტანეთი) ჩაატარებს ვორკშოფს "ვიზუალური დოკუმენტაცია - მეთოდები და პრაქტიკა. აუდიტორია 51. დასწრება თავისუფალია.
სრულად

AIESEC - პრეზენტაცია

7 ნოემბერი 2013 წელი

გაიმართა AIESEC-ის პრეზენტაცია. AIESEC-ის ბათუმის ფილიალის წარმომადგენელმა, გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა ილია ბიბინეიშვილმა შეკრებილ სტუდენტებს წარუდგინა მსოფლიში ყველაზე დიდი ახალგაზრდული საერთშორისო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტები. ესაუბრა დაგეგმილ ღონისძიებეზე, უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.
სრულად

ღია ლექცია მეტყველებაში

2 ნოემბერი 2013 წელი

სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თ. მეიშვილმა ჩაატარა ღია ლექცია მეტყველებაში. გონიოს ციხის ეზოში სამსახიობო სპეციალობის სტუდენტებმა პედაგოგის მითითებით შეასრულეს სხვადასხვა სახის სავარჯიშოები, წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები.
სრულად

გაიხსნა მერვე საერთაშორისო ფესტივალი

29 ოქტომბერი 2013 წელი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გაიხსნა გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული მუსიკის ბათუმის მერვე საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალის პროგრამაშია სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც 29 ოქტომბერს გაიხსნა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში. კონფერენციის მუშაობა გაგრძელდება 30 და 31 ოქტომბერს.(იხ.კონფერენციის პროგრამა). ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ფესტივალის საკონცერტო პროგრამა 29,30 და 31 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031