ახალი ამბები

მ. მახარაძის საჯარო ლექცია

29 ოქტომბერი 2013 წელი

29 ოქტომბერს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მ. მახარაძემ. სტუდენტების წინაშე პროფესორი წარსდგა მოხსენებით „რენესანსი და ქართული კულტურა“.
სრულად

ალექსანდრა (დოდო) ჯვარშეიშვილი - 85

28 ოქტომბერი 2013 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის პროფესორ-კონსულტანტს ალექსანდრა (დოდო) ჯვარშეიშვილს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდა.ნაყოფიერი პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისათვის დაჯილდოვდა უნივერსიტეტის საპატიო სიგელით და გადაეცა ფულადი ჯილდო. უნივერსიტეტის რექტორმა ე. მესხიამ საპატიო სიგელი გადასცა და მადლობა გადაუხადა წლების მანძილზე დაუღლავი შრომისათვის, ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა. იუბილარს მიესალმნენ კოლეგები და სტუდენტები.
სრულად

მასტერკლასი რეჟისურასა და პროდიუსინგში

22 ოქტომბერი 2013 წელი

რეჟისორმა ლაშა ცქვიტინიძემ და პროდიუსერმა ნოდარ ნოზაძემ ჩაატარეს მასტერკლასი, საუბარი შეეხო ფილმის გადაღების მოსამზადებელ, გადასაღებ და სამონტაჟო პროცესებსა და სცენარზე მუშაობის სპეციფიკას. ნაჩვენები იყო ლ. ცქვიტინიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „თემო“.
სრულად

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

11 ოქტომბერი 2013 წელი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერისტეტის დელეგაცია უნივერსიტეტის რექტორის არქიმანდრიტ ადამ ვახტანგ ახალაძის ხელმძღვანელობით. გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებს შორის ერთობლივი სასწავლო და შემოქმედებითი პროექტების მომზადების თაობაზე. არქიმანდრიტ ადამ ვახტანგ ახალაძემ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერისტეტის ახალი ბეჭდვითი გამოცემები. შეხვედრის დასასრულს რექტორებმა ხელი მოაწერეს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
სრულად

ფრიდონ ხალვაშის დღიურებისა და წიგნის განხილვა

11 ოქტომბერი 2013 წელი

გაიმართა დისკუსია ფრიდონ ხალვაშის პირადი დღიურებისა და ბოლო წიგნის ,,ომრის” შესახებ. შეხვედრას ადგილობრივთან ერთად თბილისიდან და ქუთაისიდან მოწვეული მწერლები ესწრებოდნენ. მწერლებმა კოლეგის მიერ განვლილი გზა გაიხსენეს და ფრიდონ ხალვაშის შემოქმედებიდან ამონარიდები წაიკითხეს. შეხვედრაზე იმ პრობლემებზეც გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც თანამედროვე ქართული ლიტერატურის წინაშე დგას. დისკუსიას ლიტერატურული პრემის ,,საბას” გამარჯვებული, კრიტიკოსი ელგუჯა თავბერიძეც ესწრებოდა.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031