ახალი ამბები
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების კონცერტი
27 სექტემბერი 2013 წელი
ხელოვნების უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის კლასიკური მუსიკის განყოფილების სტუდენტები. გაიმართა კონცერტი. კონცერტის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ერმილე მეხიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და სერთიფიკატები გადასცა ყველა მონაწილეს. ერთობლივი შემოქმედებითი პროექტის ორგანიზატორმა, საფორტეპიანო განყოფილების ხელმძღვანელმა გოდერძი ჩიტაიშვილმა მადლობა გადაუხადა მასპინძლებს გულთბილი მიღებისთვის. (პროგრამა).
სრულად
ქართველი და პოლონელი მხატვრების პლენერი
26 სექტემბერი 2013 წელი
ქალაქ ბათუმის მერიის ხელოვანთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხელოვნების უნივერსიტეტში მოეწყო ქართველი და პოლონელი მხატვრების ნამუშევართა გამოფენა. წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის პედაგოგების სერგო გოგოლაძის, მიხეილ კვაჭაძის, ბექა ბოლქვაძის და კურსდამთავრებულის, მარიკა კვაჭაძის ნამუშევრები.
სრულად
ზაზა რუსაძის მასტერკლასი
24 სექტემბერი 2013 წელი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს "აჭარაში კინოწარმოების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ახალგაზრდა რეჟისორის ზაზა რუსაძის მასტერკლასი თემაზე "იდეიდან სცენარამდე". მან ისაუბრა სცენარის წერის ტექნოლოგიურ და შემოქმედებით მხარეებზე, დრამატურგიის საკითხებზე,ფილმის შექმნის რთულსა და საინტერესო პროცესებზე. სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, უპასუხა შეკითხვებს.
სრულად
BIAF-ის პრიზი ბექა პატარაიას
22 სექტემბერი 2013 წელი
BIAF-ის სპეციალური პრიზი გადაეცა ხელოვნების უნივერსიტეტის მონტაჟის რეჟისურის სპეციალობის სტუდენტს ბექა პატარაიას, რომელიც სხვა სტუდენტებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ფესტივალის ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხების მოგვარებაში.
სრულად
რუსტამ იბრაგიმბეკოვის მასტერკლასი
19 სექტემბერი 2013 წელი
ხელოვნების უნივერსიტეტს ეწვია პოპულარული ფილმის „უდაბნოს თეთრი მზის“ რეჟისორი და სცენარის ავტორი რუსტამ იბრაგიმბეკოვი, რომელმაც ჩაატარა მასტერკლასი, ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე, გამოცდილებაზე, თანამედროვე სცენარისა და რეჟისურის პრობლემებზე, უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.
სრულად