ახალი ამბები

შეხვედრა რექტორთან

17 აპრილი 2013 წელი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში უკვე მესამე დღეა ხელოვნების უნივერსიტეტში იმყოფება ვილნიუსის თეატრისა და მუსიკის აკადემიის პროფესორი, კინორეჟისორი გიედრე ბიენორიუტე. ქალბატონმა გიედრემ სტუდენტებს წარუდგინა, როგორც საკუთარი, ასევე სტუდენტური ფილმები, ისაუბრა თანამედროვე ლიტვურ კინემატოგრაფში მიმდინარე პროცესებზე. ვიზიტის ბოლო დღეს გაიმართა შეხვერდა უნივერსიტეტის რექტორთან, ბატონ ერმილე მესხიასთნ, საუბარი შეეხო ორ უმაღლეს სასწავლებელ შორის შემდგომი ურთიერთობის საკითხებს. შეხვედრის დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა სამახსოვრო საჩუქარი გადასცა სტუმარს.
სრულად

ლიტვური კინოს პრეზენტაცია

17 აპრილი 2013 წელი

ვილნიუსის თეატრისა და მუსიკის აკადემიის პროფესორმა, კინორეჟისორმა გიედრე ბიენორიუტემ, ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს წარუდგინა ფილმები: "სამი ერთში", "10 მიზეზი", სცენარის ავტორი და რეჟისორი ანდრიუს ბლაზევიჩუსი, "თაფლობის თვის ბოლო დღე", რეჟისორი როკას ელტერმანასი. სტუდენტები დაინტერესდნენ ფილმების ბიუჯეტით, ფილმში მონაწილე მსახიობების შერჩევის პრინციპით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიების შესაძლებლობებით, სხვა საინტერესო საკითხებით. რეჟისრმა ამომწურავი პასუხები გასცა სტუდენტთა შეკითხვებს, ასევე ისაუბრა მისი სტუდენტების მიერ გადაღებულ ფილმებზე.
სრულად

მასტერკლასი ხელოვნებათმცოდნეობაში

16 აპრილი 2013 წელი

თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სამხატვრი აკადემიის სრულმა პროფესორმა ანა კლდიაშვილმა წაიკითხა ლექცია თემაზე: "ქრიატიანული ტაძარი - სამყაროს მოდელი და პიროვნება".
სრულად

ლიტვური კინოს პრეზენტაცია

16 აპრილი 2013 წელი

ვილნიუსის თეატრისა და მუსიკის აკადემიის პროფესორმა, კინორეჟისორმა გიედრე ბიენორიუტემ,ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს წარუდგინა სამეცნიერო-მხატვრული რომანი „გამაქრობელი ტალღები“, რომელიც 2012 წელს შეიქმნა, სცენარის ავტორი და რეჟისორი კრისტინა ბუოზიტე და ბრუნო სამპერი. ქალბატონმა გიედრემ ისაუბრა ფილმის შექმნის პროცესზე, გამღებ ჯგუფზე, მსახიობებზე. დასასრულ სტუდენტებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს რეჟისორთან.
სრულად

გიწვევთ თანამედროვე ლიტვური კინოს პრეზენტაციაზე

15 აპრილი 2013 წელი

15-16-17 აპრილს გიწვევთ თანამედროვე ლიტვური კინოს პრეზენტაციაზე
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში. (იხ. პროგრამა)
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031